Pages

Tuesday, May 15, 2018

იტალიელი მთამსვლელი: ჰიდროენერგია აუცილებელია სვანეთისა და ადგილობრივებისთვის

ცნობილმა მთამსვლელმა რაინჰოლდ მესნერმა სვანეთში ვიზიტისას, სადაც „კავკასიის მთის ცენტრისთვის“ შერჩეული ტერიტორია დაათვალიერა, სვანეთისთვის ჰიდროენერგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელია, რომ ადამიანები დარჩნენ მთაში. თავის მხრივ, ტურიზმი ავითარებს ეკონომიკას.
"ჰიდროსადგურები (ჰიდროენერგია) ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ვიყენებთ ელექტროენერგიას და დამატებითი ჰიდროენერგია აუცილებელია სვანეთის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ეს ენერგიის ყველაზე სუფთა წყაროა, რაც გვაქვს. ეს ჩემი პირადი, პოლიტიკური შეხედულებაა”, - განაცხადა რაინჰოლდ მესნერმა.
მისი თქმით, ნავთობი და ბენზინი 20-30 წელიწადში წარმოუდგენლად ძვირი იქნება და თუ ჰიდროენერგიას არ გამოვიყენებთ, ვერ შევძლებთ თანამედროვე მსოფლიოსა და ეკონომიკის გადარცენას.
იტალიელმა მთამსვლელმა მსოფლიოში „კავკასიის მთის ცენტრის“ შექმნის გადაწყვეტილება გასულ წელს, პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. ის სვანეთში „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელთან, ალექსანდრე ონოფრიშვილთან ერთად იმყოფებოდა.
„კავკასიის მთის ცენტრი“, რომელიც სვანეთში აშენდება, მესნერის მუზეუმების ქსელის შემადგენელი ნაწილი იქნება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment