ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, მსოფლიოში ჰაერის საუკეთესო ხარისხი ფინეთში დაფიქსირდა. WHO-ს ექსპერტების თქმით, ფინეთში მტვრის მიკროქსქემაში საშუალოდ 6 მიკროგრამიანი კუბური მეტრია, რაც მსოფლიოში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ფინეთის გარდა, ლიდერების სიაში მოხვდა ესტონეთი, შვედეთი, ნორვეგია და ისლანდია.
"ჰაერის ყველაზე ცუდი ხარისხი ახლო და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში ფიქსირდება, ასევე აფრიკაშიც. ამ ქვეყნების მტვერში მცირე ნაწილაკების რაოდენობა დაახლოებით 10-ჯერ მეტია, ვიდრე რეიტინგის ლიდერ ქვეყნებში", - აღნიშნეს მეცნიერებმა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თქმით, ჰაერის ყველაზე ცუდი ხარსიხი მსოფლიოში უგანდაში, მონღოლეთში, კატარსა და კემერუნში ფიქსირდება.
გუშინ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც ცნობილი გახდა, რომ დედამიწის ყოველი ათი მცხოვრებიდან, ცხრა დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს. ექსპერტების განცხადებით, ყველაზე რთული ვითარება კვლავ აზიასა და აფრიკაშია.
დოკუმენტის დასკვნით ნაწილში ნათქვამია, რომ დაბინძურებული ჰაერის გამო, ყოველ წელს დედამიწაზე მცხოვრები შვიდი მილიონი ადამიანი იღუპება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment