Pages

Friday, May 4, 2018

სამგორის რაიონის გამგებლად კახა გულედანი დაამტკიცეს

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგებლად კახაბერ გულედანი დაამტკიცეს. მას 30-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი არავინ წასულა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. 
გულედანის კანდიდატურა ამ პოსტზე თბილისის მერმა კახა კალაძემ 25 აპრილს წარადგინა.
სამგორის რაიონის ყოფილმა გამგებელმა, დავით კერესელიძემ თანამდებობა რამდენიმე კვირის წინ დატოვა. როგორც მერიაში აცხადებდნენ, ამის მიზეზი სამგორის რაიონის გამგეობის საქმიანობის კვარტლური შედეგი იყო.
კახა გულედანი ზურაბ ალავიძის მინისტრობის დროს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment