Pages

Saturday, May 26, 2018

რუსთაველზე სიმსივნით დაავადებულების დასახმარებლად საქველმოქმედო კუთხე მოეწყო

26 მაისს „საქართველოს სოლიდარობის ფონდი“ რუსთაველის გამზირზე საქველმოქმედო კუთხითაა წარმოდგენილი. დამოუკიდებლობის აღდგენიდან ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით ფონდმა ბრენდირებული პროდუქცია დაამზადა, რომელიც მეოცე საუკუნის პირველ პერიოდთან დაკავშირებული საინტერესო ესკიზებით და საარქივო მასალით არის გაფორმებული.
26 მაისს „სოლიდარობის კუთხეში“ შეგროვებული თანხა მთლიანად მოხმარდება სიმსივნით დაავადებული ბავშვების და 22 წლამდე ახალგაზრდების მკურნალობას და დიაგნოსტირებას.
სოლიდარობის ფონდი 2014 წელს პრემიერმინისტრის ინიციატივით შეიქმნა. ფონდმა დღემდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე 500-ზე მეტი ბავშვისა და მოზარდის მკურნალობა და დიაგნოსტიკა დააფინანსა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე – საზღვარგარეთ.
სოლიდარობის ფონდის ამოქმედებიდან საქართველოში, უსახსრობის გამო, სიმსივნით დაავადებული არც ერთი ბავშვი და ახალგაზრდა არ დაღუპულა.
საქართველო დღეს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment