Pages

Sunday, May 6, 2018

თბილისს ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის დელეგაცია ეწვია


მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნების, ლაშა ტალახაძისა და ლიდია ვალენტინის გალა-დაჯილდოებისთვის საქართველოს პირველი დელეგაცია უკვე ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ტამაშ აიანი, საგარეო ურთიერთობების დირექტორი ანიკო ნემეტ- მორა, მარკეტინგის დირექტორი ლილლა როზგონი, ჟურნალ World Weightlifting რედაქტორი კორნელ ჯანკსო და დელეგაციის სხვა წევრები საქართველოს გამთენიისას ესტუმრნენ.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სტუმრებს საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად გულშემატკივრები და ძალოსნობის ფანკლუბის წევრებმა გულთბილი დახვედრა მოუწყეს.
შეგხასენებთ, რომ პლანეტის 2017 წლის საუკეთესო ძალოსნების დაჯილდოების ცერემონია ხვალ, 7 მაისს 18:00 საათზე რუსთაველის თეატრში გაიმართება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment