Pages

Thursday, May 17, 2018

ქაშუეთში სადღესასწაულო წირვას პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო აღავლენს

ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს.
მეუფე შიომ მრევლს ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე მიულოცა და ამ სიმტკიცის დაცვისკენ მოუწოდა. დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების დღესასწაულსაც ზეიმობს.
საპატრიარქო 17 მაისის განრიგსაც ავრცელებს – 10:00 დაიწყება საზეიმო წირვა ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში; 11:30 გვარები ფილარმონიასთან შეიკრიბებიან; 12:00 დაიწყება აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა ვარდების მოედნიდან; 12:00 პარალელურად, წირვის დასრულების შემდეგ ქაშუეთთან დაილოცება მრავალშვილიანი (ექვს შვილიანი) ოჯახები; 13:00 ქაშვეთიდან შეკრებილი მრევლი შეურთდება ვარდების მოედნიდან მსვლელობის მონაწილეებს და ერთად გაემართებიან სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც დაახლოებით 14:00 საათზე მისი უწმინდესობა დახვდება მათ, გადაიხდიან სამადლობელ პარაკლისს და კიდევ ერთხელ დაილოცება ერი.
დღეს სამებაში საყოველთაო ჯვრისწერაც გაიმართება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment