როგორც “ინტერპრესნიუსს” დაჭრილი ქალბატონის მეზობელმა განუცხადა, მკვლელობა დაჭრილი ქალბატონის ბინაში მოხდა, სადაც ის ქირით ცხოვრობდა. მისივე ინფორმაციით, ქალბატონი სახლში მეგობარ მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მასთან სახლში მივიდა მისი ყოფილი მეუღლე. მეუღლემ მას კარების გაღება მოსთხოვა, თუმცა ქალბატონმა ყოფილ მეუღლეს კარი არ გაუღო, რა დროსაც მან ადგილზე გამოიძიხა ბინის მეპატრონე. ასევე ადგილზე გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია. მეზობლის თქმით, შემთხვევა პატრულის თანდასწრებით მოხდა.
„ქალბატონი ჩემი მეზობელია. მე არაფერს შევსწრებივარ. თუმცა, როგორც გავიგე შემთხვევა პატრულის თანდასწრებით მოხდა. ეს ქალბატონი ყოფილ ქმარს კარებს არ უღებდა, რა დროსაც კაცმა ბინის მეპატრონეს დაურეკა. ასევე გამოძახებული იყო პატრული. ყოფილი ქმარი მათთან ერთად შევიდა სახლში. ამ დროს კი ქალბატონი მეგობარ მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა. ყოფილმა ქმარმა ქალბატონის მეგობარ მამაკაცს უთხრა, რომ მასთან არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა, უბრალოდ ბავშვის მამა ვარ და ბავშვის სანახავად მოვედიო. როგორც ვიცი, ამ დროს მოხდა ყველაფერი. დაჭრილია ქალბატონი და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო გასროლის შედეგად მისი ყოფილი ქმარი გარდაიცვალა. ქალის მეგობარი მამაკაცი კი, როგორც გავიგე, არის უბნის ინსპექტორი“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ მეზობელმა.
წერეთლის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს საგამოძოებო მოქმედებები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 11-პრიმა-19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ამასთან შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა, 111 19-109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ოჯახური დანაშაულის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, ერთი პირი ცხელ დააკავეს.
interpressnews.ge
No comments:
Post a Comment