ბესტსელერის „გიკი გოგოს“ ავტორი ჰოლი სმეილი თბილისში დღეს ჩამოვა. მწერალი "თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში“ საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით ეწვევა.
ავტორი თბილისში მკითხველთან საჯარო შეხვედრას ორჯერ გამართავს:
31 მაისს, 14:00 საათზე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონის სცენაზე.
1 ივნისს, 19:00 საათზე, „ბიბლუსი გალერეაში“.
ჰოლი სმეილი Waterstones Children's Book Prize-ისა და Leeds Book Award-ის ჯილდოების მფლობელი ბრიტანელი მწერალია. ის დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოშიც.
„გიკი გოგოს“ სერიის წიგნების პრეზენტაციას საქართველოში წიგნის მაღაზიასთან თინეიჯერთა უზარმაზარი რიგებიც მოჰყვა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment