Pages

Monday, May 14, 2018

ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდა

ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 52-მდე გაიზარდა. აქციის მონაწილეები იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გადატანას აპროტესტებენ, რომელიც დღეს ოფიციალურად გაიხსნა. დაპირისპირების დროს დაშავებულია 2,200-ზე მეტი ადამიანი. ამის შესახებ BBC წერს
პალესტინის ჯანდაცვის მინისტრო ამბობს, რომ ისრაელის სამხედრო ძალების მიერ მოკლული პალესტინელების რიცხვი იზრდება. 
ისრაელის მხარე აცხადებს, რომ პალესტინელები არ დაუხოცავს და მათ წინააღდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ღაზის სექტორში მთლიბანობაში 35 ათასამდე ადამიანია შეკრებილი. 
ისრაელში ამბობენ, რომ საზღვრის გადალახვის უკანონო მცდელობას ნებისმიერ ფასად შეაჩერებენ. თავის მხრივ, პალესტინელები აცხადებენ, რომ ტერიტორიას არასდროს დათმობენ.
შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას დიდი ბრიტანეთითურქეთი და ეგვიპტე გმობენ. ღაზა-ისრაელის საზღვარზე მიმდინარე მოვლენებს „აღმაშფოთებელს“ უწოდებს გაერო
დღესვე პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ საერთაშორისო სამართლით დადგენილი ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა
2017 წლის 6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებდა. ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ისრაელში აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაინაცვლებდა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment