Pages

Sunday, May 27, 2018

"მანქანასაც და მასაც ბენზინი ჰქონდა გადასხმული" - ზუგდიდში „თიბისი ფეის“ ინკასატორი დააყაჩაღეს

ზუგდიდში „თიბისი ფეის“ ინკასატორი დააყაჩაღეს, რომელიც სოფელ ყულიშკარის ერთ-ერთ უბანში სასაფლაოებთან დატოვეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. ადგილობრივის ინფორმაციით, ინკასატორი მასთან სახლში მივიდა და დახმარება სთხოვა.
"საღამო იყო, ეს კაცი მანქანით ჩემს ჭიშკართან რომ მოვიდა. დამაყაჩაღესო, მითხრა, მანქანასაც და მასაც ბენზინი ჰქონდა გადასხმული. მაშინვე დავრეკეთ პოლიციაში. ამბობდა, თავში ჩამარტყესო, შეშინებული იყო", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ყულიშკარის მკვიდრმა დემურ ქანთარიამ.არსებული ინფორმაციით, ინკასატორს ყაჩაღი დაახლოებით დღის სამ საათზე ზუგდიდში, რკინიგზის სადგურთან მდებარე სუპერმარკეტ "სმარტთან" ჩაუჯდა.
შს სამინისტრიმ მომხდარზე გამოძიება 179-ე მხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. უწყებაში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment