Pages

Friday, May 4, 2018

გენერალი: რუსეთი საქართველოსა და უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო, ნატო აღმოსავლეთ ფლანგს არ გააძლიერებდა


რუსეთი დნესტრისპირეთში, საქართველოსა და უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო, ნატო სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგებს არ გააძლიერებდა. ამის შესახებ ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა პრაღაში, Stratcom-ისკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
გენერალ პეტრ პაველის თქმით, ნატოს სამხედრო კომპონენტის გაძლიერების მიზეზი, რუსეთის მიერ საერთაშორისო სტანდარტების უგულვებელყოფა გახდა.
ნატოს გენერლის განცხადებით, ბალტიისა და შავ ზღვებზე სამხედრო კომპონენტის გაძლიერებას შემაკავებელი ეფექტი ექნება. პეტრ პაველმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი არ იზიარებს დასავლეთის ღირებულებებს და ლიბერალურ დემოკრატიაზე დაფუძნებული თანამედროვე მსოფლიო წესრიგით უკმაყოფილოა.
„რუსეთი  ცვლილებებს საკუთარი საზოგადოების მოდელით ცდილობს, ორიენტირებულია ჰიბრიდული ომის საშუალებებზე, რაც ტრადიციულ მედიასა და სოციალურ ქსელებში პროპაგანდით გამოიხატება“, – თქვა ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment