Pages

Monday, May 14, 2018

თბილისის მეოთხე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი დღეს გაიხსნება

დღეს, მწერალთა სახლის ორგანიზებით, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისის მეოთხე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება. ამის შესახებ სააგენტო "ინტერპრესნიუსი" წერს.
ფესტივალი 14 მაისიდან 19 მაისამდე გრძელდება, რომლის ფარგლებშიც თბილისს 21 ქვეყნიდან 24 ავტორი ეწვევა. 
ორგანიზატორთა ცნობით, მონაწილეთა შორის არიან ცნობილი პოეტები, პროზაიკოსები და საბავშვო მწერლები აშშ-დან, იტალიიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, ესპანეთიდან, ბრაზილიიდან, ნორვეგიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, ისრაელიდან და სხვა ქვეყნებიდან. 
პროგრამა მოიცავს პოეზიის საღამოებს, საჯარო ლექციებს, წიგნის პრეზენტაციებს და პანელ-დისკუსიებს.
თბილისის მეოთხე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება როგორც მწერალთა სახლში, ასევე, კავკასიურ სახლში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამეფო უბნის თეატრში, ავსტრიულ ბიბლიოთეკასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსში.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment