Pages

Friday, May 25, 2018

კემეროვოს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

გამოძიებამ კემეროვოს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელის, ალექსანდრა მამონტოვას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამის შესახებ უწყების პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას
მანამდე ცნობილია გახდა, რომ სავაჭრო ცენტრის "ზიმნაია ვიშნია" დემონტაჟი დაიწყეს, რომელშიც 60 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 40 ბავშვი იყო. სავაჭრო ცენტრის ადგილზე 1 სექტემბერს პარკის გაშენება იგეგმება. 
25 მარტს რუსეთში, ქალაქ კემეროვოში ხანძრის დროს დადასტურებული ინფორმაციით 60 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 40 ბავშვია.  ადგილზე მისულმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ტრაგედია გულგრილობისა და გაუფრთხილებლობის ბრალია და ქვეყანაში ეროვნული გლოვის დღე გამოაცხადა.
კემეროვოს ხანძრის მსხვერპლთა ოჯახის წევრების მიერ შექმნილმა საინიციატივო ჯგუფი დღემდე 85 უგზოუკვლოდ დაკარგული ადამიანის შესახებ აცხადებს. პოლიციას მხოლოდ 67 მათგანის შესახებ აქვს ინფორმაცია. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment