Pages

Sunday, May 6, 2018

ქართველებმა მწვანე კრიპტოვალუტა Oxyn-ი შექმნეს


Treepex-მა ახალი, ე.წ. მწვანე კრიპტოვალუტა შექმნა, რომლის დახმარებითაც ადამიანები ფულის გამომუშავებასთან ერთად, გარემოზე ზრუნვაშიც შეიტანენ თავიანთ წვლილს. ახალ კრიპტოვალუტას Oxyn-ი ჰქვია. მის შესახებ Forbes-ის ქართული გამოცემა წერს.
ახალი კრიპტოვალუტის მუშაობის პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ გამომუშავებული თანხა გარემოზე მზრუნველ ორგანიზაციებში გადაირიცხება, ამ თანხით კი ხეების ყიდვა და დარგვა იქნება შესაძლებელი. ამასთან, ნერგები აღჭურვილი იქნება სპეციალური მიკროჩიპით, რომელიც მისი ზრდის პროცესისთვის დაკვირვების საშუალებას იძლევა. 
შედეგად, მომხმარებლები მიიღებენ "ოქსინ ტოკენს“, ხის ფოტოსა და გეოგრაფიული მდებარეობის კოორდინატებს. შემოდგომიდან Oxyn ტოკენის მფლობელებს Oxyn კრიპტოვალუტის გაზრდილ ფასად განაღდება შეეძლებათ. 
რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართველმა გამომგონებლებმა სუფთა ჰაერის სასუნთქი აპარატი შექმნეს. ბაჩო ხაძიჩიხისა და ლაშა კვანტალიანის გამოგონებას "Treepex"-ი ჰქვია.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment