Pages

Wednesday, June 20, 2018

უცნობი ნარკოტიკით მოწამლული 23 წლის ბიჭის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

სავარაუდოდ, უცნობი ნარკოტიკული საშუალებით მოწამლული 23 წლის დავით ანდოლინის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ამის შესახებ საავადმყოფოს კლინიკური მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმ ლევან რატიანმა თქვა.
"ერთი პაციენტის მდგომარეობა ამ წუთში არის უკიდურესად მძიმე, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, მდგომარეობა კრიტიკულია. ჩატარა ყველა წინასწარი გამოკვლევა. ცენტრში მოყვანილია დაუდგენელი სუბსტანციის ეფექტით. ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას. გამოსავალზე ლაპარაკი ამ ეტაპისათვის ზედმეტია", - თქვა ლევან რატიანმა.
ძმები უგონო მდგომარეობაში, ნარკო-კომის დიაგნოზით საავადმყოფოში გუშინ, 19 ივნისს შეიყვანეს. ერთ-ერთი ძმა უკვე გარდაცვლილი იყო. 
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ საქართველოში ალაპარაკდნენ ახალი ნარკოტიკის შესახებ, რომელმაც არსებული ინფორმაციით  რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა. ეგრეთ წოდებული „მკვლელი მარილის“ (მეფედრონი) კავშირი ბოლო პერიოდში დაღუპული ადამიანების სიკვდილთან დადასტურებული არ არის, თუმცა საზოგადოების ნაწილი ამ შესაძლებლობას აქტიურად განიხილავს. ექიმების ნაწილის მტკიცებით, კლინიკის მიხედვით (დაღუპულ ადამიანთა უმრავლესობა ძილში გარდაიცვალა) ახალი „მკვლელი“ ნარკოტიკი ოპიატია, რომელსაც ძილში სიკვდილი ახასიათებს. ის, სავარაუდოდ, ინტერნეტით იყიდება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment