Pages

Wednesday, June 20, 2018

რატომ იზრდება საწვავის ფასი ყოველდღე - "შეუძლიათ 30 თეთრით ნაკლებად გაყიდონ, მაგრამ შეთანხმება აქვთ და ფასებს არ ამცირებენ"

უმუ­შევ­რო­ბა, ეკო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი, ინფლა­ცია, არას­ტა­ბი­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რე­მო, კრი­მი­ნა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა - ეს იმ პრობ­ლე­მა­თა არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას ყვე­ლა­ზე მე­ტად აწუ­ხებს. სო­ცი­ო­ლო­გი­ურ გა­მო­კი­თხვებ­ში ამ სიის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში, პირ­ველ ად­გილს ყო­ველ­თვის უმუ­შევ­რო­ბა იკა­ვებს ხოლ­მე.
UNICEF-ის "მო­სახ­ლე­ო­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის კვლე­ვის" მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ღა­რი­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი გა­ი­ზარ­და. ამის ფონ­ზე, საწ­ვა­ვის ფა­სი­სა და შე­სა­ბა­მი­სად, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ხარ­ჯე­ბის ზრდაც, კი­დევ უფრო მტკივ­ნე­უ­ლად აი­სა­ხე­ბა თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის ჯი­ბე­ზე.
უკვე თით­ქმის ორი თვეა, რაც ყვე­ლა ტი­პის საწ­ვავ­ზე ფა­სე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად იც­ვლე­ბა. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, საწ­ვა­ვი სა­შუ­ა­ლოდ 5-11 თეთ­რით გა­ი­ზარ­და. ხოლო გა­სუ­ლი წლის ივ­ნის­თან შე­და­რე­ბით, 2018 წლის ივ­ნის­ში ყვე­ლა ტი­პის საწ­ვა­ვი სულ მცი­რე 20 თეთ­რით არის გაძ­ვი­რე­ბუ­ლი. აქვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ყვე­ლა­ზე მეტი მომ­ხმა­რე­ბე­ლი რე­გუ­ლა­რის ტი­პის საწ­ვავს ჰყავს და ფა­სის მა­ტე­ბაც ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ მას­ზე აი­სა­ხე­ბა ხოლ­მე.
მძღოლ რეს­პონ­დენ­ტთა უმ­რავ­ლე­სო­ბა, რო­მელ­თაც ვკი­თხეთ, მათი დაკ­ვირ­ვე­ბით, რამ­დე­ნი თეთ­რით გაძ­ვირ­და საწ­ვა­ვი ბოლო 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გვპა­სუ­ხობს რომ 20-30 თეთ­რით.
„წინა ზა­ფხულ­თან შე­და­რე­ბით საწ­ვა­ვი 20-25 თეთ­რი­თაა გაძ­ვი­რე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა რა­ო­დე­ნო­ბის კლე­ბას, ამა­ზე ორი ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ვა­ტა­რეთ და ორი­ვე­ზე მოგ­ვა­ტყუ­ეს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ცუ­დად მოქ­მე­დებს ჩვენს ჯი­ბე­ზე. დღე­ში ჯამ­ში 60 კი­ლო­მეტრს გავ­დი­ვარ სამ­სა­ხუ­რამ­დე და უკან, შე­სა­ბა­მი­სად ხარ­ჯიც დი­დია" - ამ­ბობს ბელა მაღ­ლა­ფე­რი­ძე ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში.
"ერთი წლის მან­ძილ­ზე 35 თეთ­რამ­დე გაძ­ვირ­და საწ­ვა­ვი. ვფიქ­რობ, გა­რი­გე­ბუ­ლე­ბი არი­ან კომ­პა­ნი­ე­ბი, რად­გან ფას­დაკ­ლე­ბის ბა­რა­თებს ვაკ­ვირ­დე­ბი და ყვე­ლა ერ­თნა­ი­რად მუ­შა­ობს. ვი­საც ფას­დაკ­ლე­ბის ბა­რა­თი არ აქვს, მათ სხვა კომ­პა­ნი­ებ­თან შე­და­რე­ბით 10 თეთ­რით ნაკ­ლე­ბი აქვთ ფა­სე­ბი. გარ­და ამი­სა, მგო­ნია, რომ შე­ძე­ნი­სას რა­ო­დე­ნო­ბა­შიც მა­ტყუ­ე­ბენ" - აცხა­დებს თორ­ნი­კე სა­გა­ნე­ლი­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.
პირ­ვე­ლი ფაქ­ტო­რი, რაც საწ­ვა­ვის ფა­სის ცვლი­ლე­ბას გან­სა­ზღვრავს, მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე ნედ­ლი ნავ­თო­ბის ფა­სია. ბოლო პე­რი­ოდ­ში მარ­თლაც გაზ­რდი­ლია მისი ფასი. „ახალ­გაზ­რდა ფი­ნან­სის­ტთა და ბიზ­ნეს­მენ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის“ ვიცე პრე­ზი­დენ­ტის, პა­ა­ტა ბა­ი­რახ­ტა­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო პე­რი­ოდ­ში ერთი ბა­რე­ლის ფასი 65$-დან 72$-ამდე გა­ი­ზარ­და და ეს მყი­სი­ე­რად აი­სა­ხა სა­ქარ­თვე­ლო­ში საწ­ვა­ვის ფას­ზეც. თუმ­ცა, ახ­ლან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ერთი ბა­რე­ლი ნავ­თო­ბის ფასი 64$-ს შე­ად­გენს და ამის მი­უ­ხე­და­ვად ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში საწ­ვა­ვის ფასი არ შემ­ცი­რე­ბუ­ლა.
„უკვე ნა­ხე­ვარ თვე­ზე მე­ტია მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე ფა­სე­ბის დაბ­ლა ვარ­დნის ტენ­დენ­ცია და­ი­წყო და ეს ტენ­დენ­ცია შე­მიძ­ლია გი­თხრათ რომ კი­დევ გაგ­რძელ­დე­ბა. თუმ­ცა კლე­ბა ჩვენს ბა­ზარ­ზე არ ასა­ხუ­ლა. 3 კვი­რა­ზე მე­ტია ნედ­ლი ნავ­თო­ბის ფასი ჩა­მო­სუ­ლია 64$ზე, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენს ბა­ზარ­ზე არ ასა­ხუ­ლა. ეს პე­რი­ო­დი სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სი იყო იმი­სათ­ვის, რომ კომ­პა­ნი­ებს სა­ფა­სო პო­ლი­ტი­კის გა­და­ხედ­ვა მო­ეხ­დი­ნათ და ფა­სე­ბი შე­ემ­ცი­რე­ბი­ნათ,“ - გა­ნა­ცხა­და ბა­ი­რახ­ტარ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.
კი­თხვა­ზე - მსოფ­ლი­ო­ში ნავ­თო­ბის ფა­სის შემ­ცი­რე­ბი­სას ჩვენ­თან რა­ტომ არ მცირ­დე­ბა საწ­ვა­ვის ფასი?, ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ე­ბი პა­სუ­ხო­ბენ, რომ მათ საწ­ვა­ვის დიდი მა­რა­გი შე­ძე­ნი­ლი აქვთ ძვე­ლი მა­ღა­ლი ფა­სით და ახლა კლე­ბა მათ­თვის წამ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა. ეს პა­სუ­ხი გა­უ­გე­ბა­რია მა­შინ, რო­დე­საც ნავ­თო­ბის ფა­სის მა­ტე­ბი­სას ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი იმ დღეს­ვე აძ­ვი­რე­ბენ საწ­ვავს. ამ შემ­თხვე­ვა­ში ბუ­ნებ­რი­ვად ჩნდე­ბა კი­თხვა - თუკი მა­რა­გი ძვე­ლი ფა­სით აქვთ შე­ძე­ნი­ლი, რა­ტომ აძ­ვი­რე­ბენ მყი­სი­ე­რად?
კი­დევ ერთი ფაქ­ტო­რი, რა­საც საწ­ვა­ვის ფა­სის მა­ტე­ბას ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ე­ბი უკავ­ში­რე­ბენ, ეს ლა­რის კურ­სია. თუმ­ცა, „ახალ­გაზ­რდა ფი­ნან­სის­ტთა და ბიზ­ნეს­მენ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის“ ვიცე პრე­ზი­დენ­ტის თქმით, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით ეს ფაქ­ტო­რიც გა­ნე­იტ­რა­ლე­ბუ­ლია.
„ჩვენ ვხე­დავთ, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს ჯან­სა­ღი მცუ­რა­ვი გაც­ვლი­თი კურ­სი. არა­ნა­ირ მყი­სი­ერ ნახ­ტო­მებს და გა­უ­ფა­სუ­რე­ბებს ად­გი­ლი არ აქვს. ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა ინარ­ჩუ­ნებს სტა­ბი­ლუ­რო­ბას და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩვენ გვრჩე­ბა ერ­თა­დერ­თი სა­ზო­მი - ნედ­ლი ნავ­თო­ბის ფასი, რო­მე­ლიც დაღ­მა­ვა­ლი ტრენ­დით ხა­სი­ათ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში საწ­ვა­ვის ფასი რე­ა­ლუ­რად არა ნავ­თო­ბის ფას­სა და ვა­ლუ­ტის კურ­სზე, არა­მედ კომ­პა­ნი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის მა­და­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი" - აღ­ნიშ­ნავს ბა­ი­რახ­ტა­რი.
მო­რი­გი კი­თხვა, რაც საწ­ვა­ვის ფას­თან და­კავ­ში­რე­ბით ხში­რად ჩნდე­ბა, კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­კი­თხია - რო­გორ ხდე­ბა, რომ მსხვილ ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ებს (მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ევ­რო­პულ საწ­ვავს ყი­დი­ან თუ აზერ­ბა­ჯი­ა­ნულს) ფასი თით­ქმის ერ­თნა­ი­რი აქვთ?
ექ­სპერტთა გან­ცხა­დე­ბით, ად­გი­ლი აქვს კარ­ტე­ლურ გა­რი­გე­ბებს და არა რე­ა­ლურ კონ­კუ­რენ­ცი­ას. "მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბის" ხელ­მძღვა­ნე­ლის, ბექა კე­მუ­ლა­რი­ას თქმით, ამის ერთ-ერთი და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ის არის, რომ ზო­გი­ერ­თი უსა­ხე­ლო ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გუ­რი, რო­მე­ლიც თვი­თო­ნაც კი არ არის იმ­პორ­ტი­ო­რი, უფრო ნაკ­ლებ ფა­სად ყი­დის საწ­ვავს, ვიდ­რე გი­გან­ტი კომ­პა­ნი­ე­ბი (ვი­სო­ლი, სო­კა­რი, გალ­ფი, რომ­პეტ­რო­ლი, ლუ­კო­ი­ლი).
„ის ხუთი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც მხი­ლე­ბუ­ლი იყო კარ­ტელ­ში, დღე­საც გა­ნაგ­რძობს შე­თან­ხმე­ბუ­ლად ფა­სე­ბის და­წე­სე­ბას. დღეს მათ შე­უძ­ლი­ათ საწ­ვა­ვი გა­ყი­დონ 30 თეთ­რით ნაკ­ლე­ბად, მაგ­რამ იმის გამო, რომ მათ შო­რის შე­თან­ხმე­ბაა და მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­გე­ბის მი­ღე­ბა სურთ, ფა­სებ­საც არ ამ­ცი­რე­ბენ. მსხვილ კომ­პა­ნი­ას გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი და­ნა­ხარ­ჯი აქვთ ერ­თე­ულ პრო­დუქ­ცი­ა­ზე და ფასი აქვთ 15%-ით მეტი" - გა­ნა­ცხა­და კე­მუ­ლა­რი­ამ AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.
რაც შე­ე­ხე­ბა კარ­ტე­ლურ გა­რი­გე­ბებს, 2015 წელს კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტომ მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად და­ად­გი­ნა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ხუთი კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს კონ­კუ­რენ­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის მე-7 მუხლს არ­ღვევ­და, რაც იმას გუ­ლის­ხმობს, რომ ისი­ნი ერ­თმა­ნეთ­ში გა­რი­გე­ბით ად­გენ­დნენ საწ­ვა­ვის ფასს. ამის გამო, აღ­ნიშ­ნულ კომ­პა­ნი­ებს 55 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ჯა­რი­მის გა­დახ­და და­ე­კის­რათ, თუმ­ცა მათ დას­კვნა სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რეს. სა­ბო­ლო­ოდ, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს (რო­მელ­საც უკვე ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი - ნო­დარ ხა­დუ­რი ჰყავს) ხე­ლა­ხა­ლი მოკ­ვლე­ვა და­ე­ვა­ლა. ახა­ლი მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად, ისევ დად­გინ­და კონ­კუ­რენ­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის მე-7 მუხ­ლის გარ­კვე­უ­ლი პუნ­ქტე­ბის დარ­ღვე­ვა, თუმ­ცა 55 მი­ლი­ო­ნის ნაც­ვლად, კომ­პა­ნი­ებს 3 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მა და­ე­კის­რათ.
იმას, რომ ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბას ხე­ლოვ­ნუ­რად გაზ­რდილ სა­ფა­სურს ახ­დე­ვი­ნე­ბენ, პა­ა­ტა ბა­ი­რახ­ტა­რის თქმით, მოწ­მობს სა­ხელ­მწი­ფო ტენ­დერე­ბი და შეს­ყიდ­ვე­ბი. რო­გორც მან AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტა, სა­ხელ­მწი­ფო პრე­მი­უ­მის ტი­პის საწ­ვავს 36 თეთ­რით უფრო ია­ფად ყი­დუ­ლობს ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ე­ბის­გან, ვიდ­რე ამას იხ­დის მო­სახ­ლე­ო­ბა.
„კომ­პა­ნი­ე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბას 1 ლიტრ საწ­ვავ­ში 36 თეთ­რით მეტს ახ­დე­ვი­ნე­ბენ, ვიდ­რე ამას იხ­დის სა­ხელ­მწი­ფო. ეს არის კო­ლო­სა­რუ­ლი სხვა­ო­ბა. ამას იმი­ტომ ვამ­ბობ, რომ მინ­და მკი­თხველ­მა კარ­გად გა­ი­გოს, რომ არ­ცერთ ჯან­სა­ღი ფა­სით მო­ო­პე­რი­რე კომ­პა­ნი­ას არ შე­უძ­ლია ამ­ხე­ლა სხვა­ო­ბით ოპე­რი­რე­ბა“ - აღ­ნიშ­ნა პა­ა­ტა ბა­ი­რახ­ტარ­მა.
საწ­ვა­ვის ფა­სებს აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც და პე­რი­ო­დუ­ლად სხვა­დას­ხვა ფორ­მი­თაც აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. საპ­რო­ტეს­ტო კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, მომ­ხმა­რე­ბელ­თა ნა­წილ­მა კომ­პა­ნი­ე­ბის ფას­დაკ­ლე­ბის ბა­რა­თე­ბი და­ამ­ტვრია, გარ­და ამი­სა, მძღო­ლე­ბის ნა­წილ­მა სა­კუ­თარ სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბი­ლებს სტი­კე­რე­ბი და­ა­წე­ბა წარ­წე­რით - „პრო­ტეს­ტი საწ­ვა­ვის ქარ­თულ ფა­სებს“. ასე­ვე გა­ნი­ხი­ლა­ვენ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის გა­მარ­თვა­საც, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია ამის ორ­გა­ნი­ზე­ბა მოხ­დე­ბა თუ არა.
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment