Pages

Saturday, June 30, 2018

[ვიდეო] ირაკლი ნოზაძე - ცდილობენ, რომ ჩირქი მომცხონ - გასაგებია, რომ ანგელოზის ცხოვრებით არ მიცხოვრია

ცდილობენ, რომ ჩირქი მომცხონ, - ასე უპასუხა მომღერალმა ირაკლი ნოზაძემ „პალიტრანიუსის“ კითხვას, მოხდა თუ არა დაპირისპირება ნარკოტიკულ ნივთიერებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ნარკოტიკს მის დაჭრასთან არანაირი კავშირი არ აქვს. 

„ჩემი აზრით, ეს ინფორმაცია იმიტომ გაავრცელა, რომ ან სიტუაციის შემობრუნებას ცდილობენ ან ჩირქის მოცხობას აქეთ მხარეს, რადგან არალოგიკურია 250 ლარის გამო მიხვიდე და კაცი სასიკვდილოდ გაიმეტო. ზოგადად, არც ნარკოტიკული საშუალების გამო არის ეგ ლოგიკური, მაგრამ უნდათ, რომ ჩირქი მომცხონ. გულწრფელად ხმამაღლა ვამბობ, რომ ეს აბსოლუტური სისულელეა. მოგონილია იმისთვის, რომ ჩემს რეპუტაციას, ჩემს შვილებს, ჩემს ჯგუფსა და საქმიანობას ჩირქი მოცხონ და ხელი შეუშალონ. ექსპერტიზაც ჩატარდა, ჩხრეკაც ჩატარდა, მსგავსი რაღაც ახლოსაც არ არის ამ თემასთან. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა მივმართო საზოგადოებას, ნუ აყვებით რაღაც გამოგონილ, შეთითხნულ ჭორებს. გამოძიებას ვაცადოთ ყველაფერი. დამკითხეს, ჩვენება დეტალურად მივეცი“, - განაცხადა ნოზაძემ. 

მისი თქმით, ნარკოტიკულ ნივთიერებასთან დაკავშირებით კითხვა გამომძიებლებსაც ჰქონდათ. 


https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

„კითხვა, ჰქონდათ რა თქმა უნდა, ამომწურავი პასუხი გავეცი და მათაც დავუდასტურე, რომ არაფერი მსგავსი არ ყოფილა და არც იქნებოდა. გასაგებია, რომ ანგელოზის ცხოვრებით არ მიცხოვრია, მაგრამ მსგავსი პრობლემა ჩემთან წლების წინ იყო და წლების წინვე დამთავდრა. მას შემდგომ მე არანაირი პრობლემა აღარ მქონია და ასე გავაგრძელებ. ძალიან გთხოვთ ყველას, რომ მაქსიმალურად დამიდგეთ გვერდით. საკმარისია, რომ ერთხელ გაისვაროს ადამიანი მსგავსი ჩირქით და მისი ჩამოშორება უკვე ძალიან რთულია“, - განაცხადა ნოზაძემ. 


შეგახსენებთ, რომ "ქუჩის ბიჭების" წევრი ირაკლი ნოზაძე 25 ივნისს წერეთლის გამზირზე დაჭრეს.
ბრალდებულები მოსკოვის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საერთო საერთო საცხოვრებელში დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს.

ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ ნათია თოფურიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

იხილეთ ვიდეო: "უნდათ ჩირქი მომცხონ, ანგელოზის ცხოვრებით არ მიცხოვრია, მაგრამ ეს პრობლემა წლების წინ იყო" - რას იხსენებს და რა ვერსიაზე საუბრობს "პიკასო" "პალიტრანიუსთან" 

მე-12 კლასელი მოსწავლე დააკავეს


ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ყველა შესაბამისი უწყება საქმის კურსშია ჩაყენებული, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ე.წ.მესაზღვრეების მიერ სოფელ ჭვრინისში მცხოვრები არასრულწლოვნის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა. 
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/
 
„მოზარდის დაკავებაზე ჩემი ინფორმაციით, უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ყველა შესაბამისი უწყება საქმის კურსშია ჩაყენებული. მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა ჩვენი პარტნიორი. მსგავსი შემთხვევების დროს არსებობს შესაბამისი სამოქმედო გეგმა და ეს გეგმა უკვე ამოქმედებულია“, - განაცხადა ზალკალიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. 

 
ე.წ. მესაზღვრეებმა საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ჭვრინისის განაპირას, მე-12 კლასელი მოსწავლე დააკავეს. არაოფიციალური ინფორმაციით, არასრულწლოვანი შეიარაღებულმა პირებმა ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით გადაიყვანეს.
ipn.ge

ნარკოტიკების თემა აქ არაფერ შუაში არაა" - რაზე ესაუბრა გამომძიებელს ირაკლი ნოზაძე

ირაკ­ლი ნო­ზა­ძის პო­ზი­ცი­აა, რომ ამ საქ­მე­ში ნარ­კო­ტი­კის თემა არა­ფერ შუ­ა­შია" - ამის შე­სა­ხებ მომ­ღერ­ლის ად­ვო­კატ­მა ნიკა სად­რა­ძემ ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში ირაკ­ლი ნო­ზა­ძის გა­მო­კი­თხვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.
მისი გან­მარ­ტე­ბით, ირაკ­ლი ნო­ზა­ძე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სით და­ი­კი­თხა.
"გა­მომ­ძი­ე­ბელს აინ­ტე­რე­სებ­და რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად, რა ვი­თა­რე­ბა­ში და რო­გორ მი­ი­ღო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. ირაკ­ლი ნო­ზა­ძემ, რო­გორც და­ზა­რა­ლე­ბულ­მა დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რა რო­გორ, რა ვი­თა­რე­ბა­ში და ვისი მხრი­დან მი­ი­ღო ის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რის გა­მოც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აღ­მოჩ­ნდა. ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე კი­თხვა არ დას­მუ­ლა, თუმ­ცა, იყო სა­უ­ბა­რი იმა­ზე თუ რა ტი­პის ურ­თი­ერ­თო­ბა იყო. ირაკ­ლის პო­ზი­ცი­აა, რომ ამ საქ­მე­ში ნარ­კო­ტი­კის თემა არა­ფერ შუ­ა­შია, ამის გამო კონ­ფლიქ­ტი არ მომ­ხდა­რა. კონ­ფლიქ­ტი მოხ­და ვა­ლის გამო და შე­სა­ბა­მი­სად, აქე­დან წარ­მო­იშ­ვა შე­ლა­პა­რა­კე­ბა, რის შე­დე­გა­დაც ირაკ­ლი ნო­ზა­ძემ მი­ი­ღო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.
ბრალ­დე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბას­თან და ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მულ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხად ნიკა სად­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ნარ­კო­ტი­კე­ბის თემა ამ საქ­მე­ში არა­ფერ შუ­ა­შია და ეს ალ­ბათ ჭო­რია.
"მე არ ვიცი ბრალ­დე­ბუ­ლი რას ამ­ბობს, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სი­ტყვე­ბით, ნარ­კო­ტი­კე­ბის თემა აქ არა­ფერ შუ­ა­ში არაა. ეს არის ჭორი და ალ­ბათ ამ საქ­მის მის­ტი­უ­რი და სკან­და­ლუ­რი მხა­რე. მის მი­მართ მომ­ხდა­რია და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბა, ბეწ­ვზეა გა­დარ­ჩე­ნი­ლი. ბრალ­დე­ბის მხა­რე ვალ­დე­ბუ­ლია და­ად­გი­ნოს ვი­ნაა ამ ქმე­დე­ბა­ში დამ­ნა­შა­ვე. ამ საქ­მეს სხვა მხა­რე არ აქვს სა­ერ­თოდ. მე ბრალ­დე­ბუ­ლის ნათ­ქვამს და მის ქმე­დე­ბას ვერ შე­ვა­ფა­სებ, რაში დას­ჭირ­და ან ერ­თის თქმა, ან მო­მა­ვალ­ში თუ რა­ი­მეს იტყვის რაში დას­ჭირ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.ნიკა სად­რა­ძის თქმით, ირაკ­ლი ნო­ზა­ძემ ფული ისეს­ხა, რომ­ლის დრო­უ­ლად დაბ­რუ­ნე­ბაც ვერ მო­ა­ხერ­ხა და ამის გამო მი­ი­ღო აგ­რე­სია. "დი­ლით ისეს­ხა თან­ხა პი­რა­დი მოხ­მა­რე­ბის­თვის. ფი­ზი­კუ­რად არ ჰქონ­და თან­ხა ირაკ­ლის და მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მოძ­რა­ოდ სჭირ­დე­ბო­და ეს თან­ხა. სა­ღა­მოს უნდა და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა, დრო­უ­ლად ვერ მო­ა­ხერ­ხა დაბ­რუ­ნე­ბა და მი­ი­ღო აგ­რე­სია", - გა­ნა­ცხა­და ნიკა სად­რა­ძემ.შე­გახ­სე­ნებთ, რომ "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბი" წევ­რი ირაკ­ლი ნო­ზა­ძე 25 ივ­ნისს, წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე დაჭ­რეს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მოს­კო­ვის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთ სა­ერ­თო სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ­ში და­ა­კა­ვეს. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ს 19-108-ე მუხ­ლით და 376-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ambebi.ge

FIFA-მ მარადონას ნიგერიასთან თამაშის დროს ქცევის გამო გაფრთხილება მისცა


FIFA-ს ფედერაციამ არგენტინელ ლეგენდას დიეგო მარადონას გაფრთხილება მისცა.მიზეზი თამაშებზე მარადონას ქცევები გახდა, რის გამოც მას შესაძლოა დასწრება აუკრძალონ. 
ნიგერიასთან არგენტინის გამარჯვების გოლის შემდეგ, ის უხამს ჟესტებს აჩვენებდა, აგრეთვე, ნიგერიის ნაკრების ფანებს უყვიროდა.
უფრო ადრე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარადონა ფიფა-სგან 10 ათას ფუნტს იღებს ყოველ მატჩზე დასწრების სანაცვლოდ.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

Lyft-ის ღირებულება გაორმაგდა და $15 მილიარდი შეადგინა

ბოლო 1 წლის განმავლობაში Lyft-ის ღირებულება გაორმაგდა და 15 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ CNBC წერს
ანატილიკოსები განმარტავენ, რომ Lyft-მა ბოლო 1 წლის მანძილზე Uber-ის შესუსტების ხარჯზე პოზიციები გაიუმჯობესა და კონკურენტი დაჯაბნა. 
კომპანიის წარმატებული სვლის შესახებ ინფორმაცია მაშინ გაჟღერდა, როდესაც Lyft-მა Fidelity Investment-ისგან 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია მიიღო
Lyft-ი შეერთებული შტატების სატრანსპორტო ბაზრის 35%-ს ფლობს. გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 22%-ი იყო. 
Lyft-ი და Uber-ი სატრანსპორტო მომსახურების სფეროში ერთმანეთს აქტიურ კონკურენციას უწევენ.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

ჭიათურაში, ვენახში დამწვარი ბიჭის გარდაცვალებაზე ახალი დეტალებია ცნობილი

ჭიათურაში, სოფელ ნავარძეთში 26 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარი მეზობლის ვენახში დამწვარი ნახეს.
ახალგაზრდას მეზობლები ამბობენ, რომ ბიჭს თითქმის ერთი კვირის განმავლობაში ეძებდნენ, დღეს დილით კი ვენახში გარდაცვლილი იპოვეს.
,,მეზობლის კაცმა დაინახა, რომ ძაღლს ადამიანის კიდური მოჰქონდა. დაიწყეს ადგილების დათვალიერება და მიაგნეს ცოველებისგან ნახევრად შეჭმულ ცხედარს. მორწმუნე ბიჭი იყო, რა მოხდა, ეს რატომ გააკეთა, არავინ იცის. კონფლიქტი არავისთან ჰქონია"- ამბობენ მეზობლები.
Imedinews -ის ინფორმაციით, გარდაცვალებამდე ახალგაზრდამ ჭიათურაში ბოთლით საწვავი შეიძინა.
ადგილზე ამ დრომდე მუშაობს პოლიცია, სახლთან იმყოფება სასწრაფო დახმარების ბრიგადაც. ოჯახმა მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია. ასევე, დანიშნულია ცხედრის ექსპერტიზა და საქმეზე გამოძიების კვალიფიკაცია ამის შემდეგ გაირკვევა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

როგორ მოვიქცეთ ჰაერის მაღალი ტემპერატურის დროს. რჩევები

ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. სიცხეების გამო აქტიურდება სხვადასხვა დაავადება, რის გამოც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს ავრცელებს.
იმისათვის, რომ ცხელი დღეები მცირედით შევიმსუბუქოთ, საჭიროა დავიცვათ რამდენიმე წესი:
1. დაიცავით ჰიგიენა. ხშირად დაიბანეთ ხელი;
2. საკვები პროდუქტები აუცილებლად მაცივარში მოათავსეთ;
3. არ შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში მზეზე ყოფნა, ჰაერის მაღალი ტემპერატურის პირობებში, უნდა ეცადოთ, დახურულ შენობაში, გრილ ადგილზე იყოთ;
4. სასურველია ტემპერატურა არ აღემატებოდეს 22-28 გრადუსს.
5. დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ დიდი ოდენობით წყალი.
6. უნდა მოვერიდოთ კრემიანი, მაღალკალორიული საკვების მიღებას. მიღების შემთხვევაში კი, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს საკვები დამზადებულია შესაბამისი სტანდარტების დაცვით.
7. ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის). დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა – დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს.
8. მიიღეთ გრილი შხაპი, ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი, და სხვა. ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, ან ქოლგა, და მზისგან დამცავი სათვალე.
9. თუ იგრძენით – თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, სასწრაფოდ მოთავსდით გრილ ადგილას და გაიზომეთ სხეულის ტემპერატურა. მიიღეთ წყალი ან ხილის ნატურალური წვენი. თუ გაქვთ კუნთების მტკივნეული სპაზმი (განსაკუთრებთ ფეხებში, ხელებში ან მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება. თუ აღნიშნული სიმპტომები ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
10. ზღვაზე ყოფნის შემთხვევაში, მზის აბაზანების მიღება შესაძლებელია დილის 11 საათამდე ან საღამოს 5 საათის შემდეგ.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

ჟინვალის წყალსაცავთან გადამზიდველები საპროტესტო აქციას მართავენ

ჟინვალის წყალსაცავთან სატრანსპორტო გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლები და ინდმეწარმეები საპროტესტო აქციას მართავენ. პროტესტის მიზეზი ბაზარზე არსებული დაბალი ფასები და არაჯანსაღი კონკურენციაა.მათი თქმით, შუამავალი კომპანიების მიერ აღებული მაღალი პროცენტის შედეგად, ქართველ მძღოლებს არ ეძლევათ მუშაობის საშუალება .
გადაზიდვის სფეროში პრობლემას დაურეგულირებელ ფასებს და უცხოეთიდან მომუშავე კოლეგებთან არაჯანსაღ კონკურენციას უკავშირებენ. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ექსპორტიორ და იმპორტიორ კომპანიას შორის შუამავალი კომპანიის მიერ აღებული მაღალი თანხით ბაზარზე დავარდნილია ღირებულება, რის გამოც მანქანების გაჩერება უწევთ.
სატვირთო მანქანების მძღოლები ამბობენ, რომ მათ დღის ბოლომდე რუსეთიდან მომავალი კოლეგები შემოუერთდებიან და აქცია გაგრძელდება. გეგმავენ შეიმუშავონ ტარიფების ერთიანი სისტემა, რაც  საქართველოში მომუშავე ყველა პირისთვის ბაზარზე ერთ ფასს დაარეგულირებს.
სისტემის შემუშავების შემდეგ, მძღოლები რეგულირებას სახელმწიფოსგან მოითხოვენ.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

სავაჭრო ტარიფების გამო კანადა აშშ-ს საპასუხო ზომებს უწესებს

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოცხადებულ სავაჭრო ტარიფებს კანადა საპასუხო ზომებით პასუხობს. ამის შესახებ CNBC წერს
კანადის საგარეო საქმე მინისტრი გეგმავს შეერთებულ შტატებს დაახლოებით 12.6 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების ამერიკული პროდუქციის იმპორტზე გადასახადი დააწესოს. საუაბრია ისეთ პროდუქტზე, როგორიც ყავა, წვენები, იოგურტი, კეტჩუპი და ტუალეტის ქაღალდია. 
ახალი სატარიფო გეგმა ხვალიდან, 1 ივლისიდან შედის ძალაში. 
როგორც კანადის საგარეო უწყების ხელმძღვანელი განმარტავს, ვაშინგტონმა ოტავას სხვა არჩევანი არ დაუტოვა. 
დონალდ ტრამპმა 8 მარტს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ფოლადის იმპორტზე ტარიფი 25, ალუმინზე კი 10%-იანი საბაჟო გადასახდი დაწესდა. 
31 მაისს აშშ-მა ევროკავშირს, კანადასა და მექსიკას ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ტარიფი დაუწესა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

მსოფლიოში ყველაზე დიდი შუშის ხიდი ჩინეთში ოფიციალურად გაიხსნა

მსოფლიოში ყველაზე დიდი გამჭირვალე ხიდი ჩინეთში ოფიციალურად გაიხსნა. ინფორმაციას Press TV ავრცელებს
ადგილობრივი მთავრობის განმარტებით, შუშის ხიდის სიგრძე 202 მეტრია და თითოეული მინის ფილის წონა კი 4.5 ტონაა. ხიდი გემბანის ფორმის მრგვალი კონსტრუქციით მთავრდება, საიდანაც მთებისა და ჩანჩქერის ხედები იშლება. 
შუშის ხიდი ჩინეთის სამხრეთ ნაწილში, გუან დუნის რეგიონში მდებარეობს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

ბორჯომელი აბიტურიენტები საგამოცდო დღეებში უფასოდ იმგზავრებენ

ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების დღეებში უფასოდ იმგზავრებენ. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი აბიტურიენტებსა და მათ გულშემატკივრებს გამოცდის დამთავრებამდე დაელოდება და მათ ბორჯომში დაბრუნებას უზრუნველყოფს.
2,3,4, და 5 ივლისს, მუნიციპალური ავტობუსები ახალციხის მიმართულებით, ქალაქის ცენტრალური მოედნიდან დილის 07:00 საათზე გავლენ.

შემდგომი დღეების განრიგის შესახებ ინფორმაცია მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უახლოეს დღეებში (2 დ 3 ივლისს) მოსალოდნელი განსაკუთრებით ცხელი დღეებისგამო შეიცვალა ერთიანი ეროვნული გამოცდების (ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისა და ზოგადი უნარების გამოცდის) განრიგი.
ასევე ცნობილი გახდა, განათლების სამინისტრო სასწრაფოდ, პირდაპირი შესყიდვის წესით შეიძენს მობილურ ან გადასატან კონდიციონერებს. მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ მურღულიას განცხადებით,  პრემიერმინისტრისგან მიიღეს დავალება, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრები გამოცდების პერიოდში ​კონდიციონერებით აღიჭურვოს.
თბილისის მერიამ კი გაავრცელა ინფრომაცია, რომ ეროვნული გამოცდებისთვის ავტობუსების 5 მარშრუტს დანიშნავს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

მამუკა ბახტაძის გულახდილი ინტერვიუ ოჯახზე, წინაპრებზე და ცნობილ სახლზე, რომელსაც მისი ბავშვობა უკავშირდება

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ ჟურ­ნალ "შინ" ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა. მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა თა­ვის ბავ­შვო­ბა­ზე, წი­ნაპ­რებ­ზე და იმ სახლზე ისა­უბ­რა, სა­დაც პა­ტა­რა­ო­ბი­სას ულა­მა­ზე­სი წლე­ბი გა­ა­ტა­რა. ეს სახ­ლი ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია - იქ არის გა­და­ღე­ბუ­ლი ცნო­ბი­ლი ფილ­მი "იმე­რუ­ლი ეს­კი­ზე­ბი".
გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს სტა­ტი­ი­დან:
"ეს სახ­ლი ჩვე­ნი ოჯა­ხის დიდი სი­ა­მა­ყეა. აქ ექ­ვსი თა­ო­ბაა გაზ­რდი­ლი! 150 წლის, ის­ტო­რი­უ­ლი სახ­ლია! ყო­ვე­ლი ზა­ფხუ­ლის გა­ტა­რე­ბა აქ მი­წევ­და და ჩემი ბავ­შვო­ბის ყვე­ლა­ზე სა­ხა­ლი­სო პე­რი­ო­დი სწო­რედ მას უკავ­შირ­დე­ბა... გარ­კვე­უ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ფა­სუ­რად რამ­დენ­ჯერ­მე იყო მცდე­ლო­ბა, რომ და­ე­შა­ლათ და ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მუ­ზე­უმ­ში გა­და­ე­ტა­ნათ. რა თქმა უნდა ოჯა­ხი ამ ყვე­ლაფ­რის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო. სახ­ლს ბევ­რი ცნო­ბი­ლი პირი სტუმ­რობ­და. ბა­ბუ­აც რე­ჟი­სო­რი იყო, თე­ატ­რა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და და ბევრ ცნო­ბილ ხე­ლო­ვან­თან ახლო მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებ­და... ვი­ნა­ი­დან სახ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბით წრე­ში კარ­გად იყო ცნო­ბი­ლი, ფილ­მის მთა­ვარ­მა რე­ჟი­სორ­მა ქალ­ბა­ტონ­მა ნანა მჭედ­ლი­ძემ ბე­ბი­ას შეს­თა­ვა­ზა, ფილ­მის ნა­წი­ლი ამ სახ­ლში ყო­ფი­ლი­ყო გა­და­ღე­ბუ­ლი... ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ალ­ბო­მე­ბი ინა­ხე­ბო­და სახ­ლში და ფილმშიც არის ეპი­ზო­დი, ერთ-ერთი გმი­რი რომ ტახ­ტზე ზის და ალ­ბო­მებს ათ­ვა­ლი­ე­რებს... "
მა­მას მე­გობ­რე­ბი და ჩვე­ნი მე­ზობ­ლე­ბი ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბი­ან, სახ­ლმა რომ თა­ვის პირ­ვან­დე­ლი სახე შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს... წელს სპე­ცი­ა­ლის­ტი მყავ­და ჩაყ­ვა­ნი­ლი - გარ­კვე­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბია ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი. რა თქმა უნდა, მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, სახ­ლმა ავ­თენ­ტუ­რო­ბა და პირ­ვან­დე­ლი სახე შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს! ეს ისე­თი სახ­ლია და ისეთ ემო­ცი­ებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, არა­ნა­ირ ცვლი­ლე­ბას არ ვა­პი­რებთ! ხეს ის უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს, რომ თუ კარ­გად მი­ხე­დავ, საკ­მა­ოდ დიდ­ხანს ძლებს. მთა­ვა­რია სწო­რი მოვ­ლა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში არი­ან კარ­გი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი".
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

აშშ-ში გერმანიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას განიხილავენ

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ამერიკული სამხედრო ძალის გერმანიიდან გასაყვანად, ან პოლონეთში გადასასროლად, ხარჯებს განიხილავს. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამის ანალიზი დაბალ დონეებზე უკვე დაიწყეს, რომლის შედეგებსაც საკითხის მაღალ დონეზე განხილვისას მოითხოვენ. ეს კი აშშ-ის პრეზიდენტის და გერმანიის კანცლერს შორის დაძაბულობის ფონზე ხდება.
წყაროს ინფორმაციით, დონალდ ტრამპი გაოცდა, როცა შეიტყო, რომ გერმანიის ტერიტორიაზე 35 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. მისი თქმით, მოკავშირეებს საჭირო წვლილი არ შეაქვთ საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
გამოცემა წერს, რომ ევროპაში ოფიციალური პირები შეშფოთებულები არიან იმით, რომ პენტაგონი ამის შესაძლებლობას უშვებს. მათი აზრით, NATO-ს სამიტზე, რომელიც ბრიუსელში 11-12 ივლისს გაიმართება, ტრამპი მათ თავდაცვისთვის არასაკმარისი დაფინანსების გამო გააკრიტიკებს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

Friday, June 29, 2018

ეროვნული გამოცდებისთვის დამატებითი ავტობუსების 5 მარშრუტი ცნობილია

თბილისის მერია ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით 2 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით 06:00 საათიდან 20:00 საათამდე 5 სპეციალურ დროებით მარშრუტს დააწესებს.

ავტობუსები საგამოცდო დღეებში იმოძრავებენ და მგზავრებს სტანდარტული ტარიფით - 50 თეთრად მოემსახურებიან.

მერიის ინფორმაციით ეს მარშრუტებია:
ეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ - N175  საჯარო სკოლა.
ავტობუსი მოძრაობას დაიწყებს გობრონიძის ქუჩიდან, მოუხვევს დუმბაძის გამზირზე და მგზავრებს მუხიანის მე-3 მ/რ-ში N175 საჯარო სკოლასთან მიიყვანს, იგივე მარშრუტს გაივლის უკუმიმართულებითაც.

მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – N39, N173 და N177 საჯარო სკოლები.
ავტობუსი  ხიზანიშვილის ქუჩიდან მარჯვნივ შეუხვევს ნანეიშვილის ქუჩაზე,  გაივლის N39 და N173 საჯარო სკოლებს და კეცხოველის ქუჩით N177 საჯარო სკოლასთან მივა. ავტობუსი მეტრო „ახმეტელთან“ ნანეიშვილისა და ბოჭორიშვილის ქუჩების გავლით დაბრუნდება. 

მეტროსადგური „ვარკეთილი“ – N117 საჯარო სკოლა.
ავტობუსი გაივლის ჯავახეთის ქუჩას, მობრუნდება „ვარკეთილის ხიდებამდე“, მარჯვნივ შეუხვევს შუამთის ქუჩაზე და მოძრობას N117 საჯარო სკოლასთან დაასრულებს. უკუმიმართულებით კი, შუამთის, კალოუბნისა და ჯავახეთის ქუჩების გავლით კვლავ მეტრო „ვარკეთილთან“ დაბრუნდება.

მეტროსადგური „სამგორის“ ზედა გასასვლელი - N103 საჯარო სკოლა.
ავტობუსი მოძრაობას მეტრო „სამგორის“ მიმდებარედ კახეთის გზატკეცილიდან დაიწყებს, შეუხვევს კაკაბეთის ქუჩაზე და მგზავრებს ყვარლის მოედანზე N103 საჯარო სკოლასთან მიიყვანს. უკუმიმართულებით ავტობუსი კაკაბეთისა და რამიშვილის ქუჩების გავლით, კახეთის გზატკეცილზე დაბრუნდება და მოძრაობას  მეტრო „სამგორის“ ზედა გასასვლელთან დაასრულებს.

მეტროსადგური „დიდუბე“ – N147 საჯარო სკოლა.
ავტობუსი წერეთლის გამზირიდან რობაქიძის გამზირზე გადავა და პაიჭაძის ქუჩაზე  ჩაუხვევს. ავტობუსი უკუმიმართულებით იგივე მარშრუტს გაივლის.

გუშინ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უახლოეს დღეებში (2 დ 3 ივლისს) მოსალოდნელი განსაკუთრებით ცხელი დღეების გამო შეიცვალა ერთიანი ეროვნული გამოცდების (ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისა და ზოგადი უნარების გამოცდის) განრიგი.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/