Pages

Saturday, June 30, 2018

ბორჯომელი აბიტურიენტები საგამოცდო დღეებში უფასოდ იმგზავრებენ

ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების დღეებში უფასოდ იმგზავრებენ. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი აბიტურიენტებსა და მათ გულშემატკივრებს გამოცდის დამთავრებამდე დაელოდება და მათ ბორჯომში დაბრუნებას უზრუნველყოფს.
2,3,4, და 5 ივლისს, მუნიციპალური ავტობუსები ახალციხის მიმართულებით, ქალაქის ცენტრალური მოედნიდან დილის 07:00 საათზე გავლენ.

შემდგომი დღეების განრიგის შესახებ ინფორმაცია მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უახლოეს დღეებში (2 დ 3 ივლისს) მოსალოდნელი განსაკუთრებით ცხელი დღეებისგამო შეიცვალა ერთიანი ეროვნული გამოცდების (ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისა და ზოგადი უნარების გამოცდის) განრიგი.
ასევე ცნობილი გახდა, განათლების სამინისტრო სასწრაფოდ, პირდაპირი შესყიდვის წესით შეიძენს მობილურ ან გადასატან კონდიციონერებს. მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ მურღულიას განცხადებით,  პრემიერმინისტრისგან მიიღეს დავალება, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრები გამოცდების პერიოდში ​კონდიციონერებით აღიჭურვოს.
თბილისის მერიამ კი გაავრცელა ინფრომაცია, რომ ეროვნული გამოცდებისთვის ავტობუსების 5 მარშრუტს დანიშნავს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment