უკრაინაში ბიზნესმენის ავტომობილი ააფეთქეს. ინციდენტი ქალაქ ჩერკასში მოხდა. ინფორმაციას უკრაინის პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქების ხმა დაახლოებით დილის შვიდ საათზე გაისმა. მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანების გარდაიცვალა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, გარდაცვლილი ერთ-ერთი ადგილობრივი სავაჭრო ცენტრის დირექტორი იყო.
მომხდარზე სხვა დეტალები ჯერ უცნობია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
imedinews.ge


No comments:
Post a Comment