თბილისში მოსახლეობისთვის ავტობუსებით და სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილება გართულებულია
დედაქალაქში მოსახლეობისთვის ტრანსპორტით გადაადგილება გართულებულია. მეტროს მემანქანეების გაფიცვის გამო მოქალაქეები ავტობუსებითა და სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილებას ცდილობენ, თუმცა გადატვირთულობის გამო ტრანსპორტი რიგ გაჩერებებზე არ აჩერებს.
აღსანიშნავია, რომ ავტობუსებით გადაადგილება უფასოა.
შეგახსენებთ, რომ მემანქანეების გაფიცვის გამო ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მეტროსადგურში ჩასულ მგზავრებს შემდეგი შინაარსის წარწერა დახვდათ: „მეტრო დაკეტილია, ისარგებლეთ ავტობუსებით. ავტობუსები მოგემსახურებათ უფასოდ!“
მემანქანეები გუშინ გაიფიცნენ. ისინი გლდანის დეპოში არიან შეკრებილი. მემანქანეები აცხადებენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მემანქანეები ხელფასების მომატებას ითხოვენ. ipn.ge
No comments:
Post a Comment