Pages

Sunday, June 3, 2018

ქართულ ოცნებას კიდევ ორი ახალი მდივანი ეყოლება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, პარტიას კიდევ ორი ახალი მდივანი ეყოლება. მისი თქმით ამ თანამდებობებს თამარ ჩუგოშვილი და დიმიტრი სამხარაძე დაიკავებენ.
"გენმდივნის თანამდებობას კვლავ კახა კალაძე დაიკავებს. მე კვლავ ვიქნები პარტიის აღმასრულებელი მდივანი. ასევე, პოლიტიკური მდივანი ისევ გია ვოლსკი იქნება. დამატებით ორი ახალი მდივნის თანამდებობა შემოვიღეთ. საერთაშორისო მდივნის თანამდებობას თამარ ჩუგოშვილი დაიკავებს და რეგიონული მდივნის პოზიციას კი დიმიტრი სამხარაძე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე განსახილველი ორი ძირითადი საკითხი იყო. მათ შორის ერთ-ერთი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ საპარლამენტო კომისიის შექმნას ეხებოდა. 
შეხვედრას, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და სხვები ესწრებოდნენ.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment