Pages

Monday, June 18, 2018

იპოთეკის გაცემის წესი იცვლება


სამოქალაქო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი გარკვეულ ცვლილებებს იპოთეკასთან დაკავშირებითაც გულისხმობს.
გარდა იმისა, რომ საკანონმდებლო პაკეტში ჩაწერილი ცვლილების თანახმად, მოქალაქეებს ორზე მეტი იპოთეკის უფლება შესაძლოა აღარ ჰქონდეთ, myadvokat.ge-ის ინფორმაციით, იპოთეკის გაცემის წესში სხვა ცვლილებაც შევა.
კერძოდ, ფიზიკურ პირზე (მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეზე) სესხის უზრუნველყოფის საშუალებად მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გამოყენება არ შეიძლება.
ეს შეზღუდვა არ ვრცელდება, ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ დასადები სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფაზე.

„შეზღუდვა არ ვრცელდება, თუ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დგინდება, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი საცხოვრებელ სადგომად გამოყენების მიზნით სარგებლობაში გადაეცემა იპოთეკარ ფიზიკურ პირს (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეს), ან ადგილსამყოფლად (იურიდიულ მისამართად) გამოყენების მიზნით გადაეცემა იპოთეკარ იურიდიულ პირს,“-განმარტებულია პროექტში. 

გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, სამოქალაქო კოდექსის შესაბამის მუხლს ემატება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მარეგისტრირებელი ორგანოსთვის იპოთეკის უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი იპოთეკის ხელშეკრულების შინაარსზე, მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ნამდვილობასა და მართლზომიერებაზე პასუხისმგებელი უშუალოდ ხელშეკრულების მხარეები არიან.
შეგახსენებთ, ეროვნულმა ბანკმა გაასაჯაროვა ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის დებულების სამუშაო ვერსია, რომელიც ბაზრის მონაწილეებთან განხილვის შემდეგ დაიხვეწება და 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

1 comment:

  1. თქვენ ხართ ფინანსურ კრიზისში, ეძებთ ფულს, რომ დაიწყოთ საკუთარი ბიზნესი ან გადაიხადოთ გადასახადები ?, PayLATER სესხს მიეკუთვნება ყველა სახის სესხი დაბალ საპროცენტო განაკვეთზე 2% -ით, გთხოვთ მიმართოთ ელ.ფოსტით შემდეგ მისამართზე: ( paylaterloan@zoho.com ) ან WhatsApp ( +19292227518 )

    ReplyDelete