Pages

Saturday, June 9, 2018

მძღოლმა ყვირილი დაიწყო და იძახდა დავიღუპეთო..." - რას ყვებიან თვითმხილველები გომბორზე მომხდარი ავარიის შესახებ

გომ­ბო­რის უღელ­ტე­ხილ­ზე მომ­ხდა­რი ავა­რი­ის შე­სა­ხებ თვითმხილ­ვე­ლე­ბი ახალ დე­ტა­ლებს ყვე­ბი­ან. ერთ-ერთი მე­ექ­ვსეკ­ლა­სე­ლი გო­გო­ნას ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­მე­ლიც ავა­რი­ის დროს მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში იჯდა, მძღო­ლი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და:
"მძღო­ლი ამუხ­რუ­ჭებ­და, მაგ­რამ მან­ქა­ნა არ ჩერ­დე­ბო­და. ყვე­ლას შეგ­ვე­შინ­და. ავა­რი­ის დროს მძღოლ­მა ყვი­რი­ლი და­ი­წყო და იძახ­და და­ვი­ღუ­პე­თო... ერთი ბავ­შვი და­ი­ღუ­პა და დედა მე­უბ­ნე­ბო­და, რომ მის­კენ არ გა­მე­ხე­და. ძა­ლი­ან შეგ­ვე­შინ­და... ორი „მარ­შუტ­კით“ ვი­ყა­ვით. ყვე­ლა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წევს, ჩემს გარ­და“ - გა­ნა­ცხა­და და­შა­ვე­ბულ­მა მოს­წავ­ლემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას. გო­გო­ნას პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა კლი­ნი­კა­ში ჩა­უ­ტარ­და.
"და­ვი­ნა­ხეთ გად­მობ­რუ­ნე­ბუ­ლი მან­ქა­ნა, და­ხო­ცი­ლი ხალ­ხი. კედ­ლის თავ­ზე და­ვი­ნა­ხე ერთი ქალი, ას­ფალტზე ვნა­ხე ბავ­შვი... გა­და­ფა­რე­ბუ­ლი ჰქონ­და ცხედ­რებს... ისე­თი ამ­ბა­ვი იყო, ვის ვინ მი­ყავ­და და მო­ყავ­და, წი­ვილ-კი­ვი­ლი ის­მო­და. ბავ­შვე­ბი თბი­ლი­სის სკო­ლი­დან იყ­ვნენ და მძღო­ლი და­სავ­ლე­თე­ლი კაცი ყო­ფი­ლა, ის ცო­ცხა­ლია, აქ და­ვი­ნა­ხეთ" - ყვე­ბა ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი, რო­მელ­მაც ავა­რი­ის შემ­დეგ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი ნახა.
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

1 comment:

  1. კანალიზაციის გაწმენდის სერვისი 557777806

    ReplyDelete