Pages

Friday, June 8, 2018

ხელვაჩაურში, მდინარეში დაღუპული ტურისტები ერთი ოჯახის წევრები არიან

ხელ­ვა­ჩა­ურ­ში, სო­ფელ კირ­ნა­თის ჰეს­თან ჯო­მარ­დო­ბის დროს 4 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. მე­ო­თხე გარ­დაც­ვლი­ლი ცოტა ხნის წინ იპო­ვეს. რო­გორც თვითმხილ­ვე­ლებ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­დეს, ნავ­ზე ოთხი ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, რომ­ლე­ბიც მდი­ნა­რე­ზე სე­ირ­ნობ­დნენ.
მათი თქმით, კირ­ნა­თის ჰეს­თან ნავი და­ზი­ან­და და ნავ­ში მყო­ფებ­მა წყლი­დან ამოს­ვლა ვერ შეძ­ლეს.
"თურ­ქე­თის სა­ზღვრი­დან მდი­ნა­რე­ზე მო­სი­ერ­ნობ­დნენ. წყალ­ში ნავი რა­ღა­ცას გა­მო­ე­დო და და­ზი­ან­და. ნავ­ში მყო­ფე­ბი წყალ­ში ჩაც­ვივ­დნენ, მარ­თა­ლია დამ­ცა­ვი ჟი­ლე­ტე­ბი ეკე­თათ, თუმ­ცა მა­ინც და­ი­ღუპ­ნენ. გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის ერთი ად­გი­ლობ­რი­ვია, სამი კი უკ­რა­ი­ნე­ლი ცოლ-ქმა­რი და შვი­ლი", - გა­ნა­ცხა­და თვითმხილ­მელ­მა ემ­ზარ დიდ­მა­ნი­ძემ.
"ნავი რა­ღა­ცას მო­ე­დო და და­ეშ­ვა. გად­მო­ვარ­დნენ წყალ­ში, ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი ბიჭი ახ­ლდათ, კარ­გი მცუ­რა­ვი იყო... კა­მე­რე­ბიც ქონ­დათ, მაგ­რამ და­იხ­რჩვნენ. ტუ­რის­ტე­ბი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი იყ­ვნენ და შარ­შა­ნაც იყ­ვნენ აქ ჩა­მო­სუ­ლი. წელ­საც ჩა­მო­ვიდ­ნენ და­სას­ვე­ნებ­ლად და ეს მოხ­და" - ყვე­ბა კი­დევ ერთი თვითმხილ­ვე­ლი.
ხელ­ვა­ჩა­ურ­ში შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი.
მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 116-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გუ­ლის­ხმობს სი­ცო­ცხლის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მოს­პო­ბას.და­უ­და­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პუ­ლე­ბი უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან.
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment