Pages

Saturday, June 2, 2018

ჩინეთი საერთაშორისო მკვლევარებს კოსმოსურ სადგურზე კვლევების ჩასატარებლად იწვევს


საერთაშორისო მკვლევარებს ჩინეთი მის მიერ შექმნილ უმსხვილეს კოსმოსურ სადგურზე კვლევების ჩასატარებლად იწვევს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს
პროექტში ჩართვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენელ მეცნიერებს შეუძლიათ. კვლევით ინსტიტუტებს, კერძო კომპანიებს და საჯარო უწყებებს საშუალება აქვთ ხომალდთან დაკავშირებული, ლაბორატორიის მონაცემების გამოყენებით ან სულაც ექსპერიმენტული პრაქტიკით ჩაერთონ პროექტში. 
ქვეყნის კოსმოსური სააგენტო  დედამიწის გარშემო ორბიტაზე სადგურის გაგზავნას 2022 წლისთვის გეგმავს.
პროექტში მონაწილეობაზე განაცხადის მიღების ვადა 31 აგვისტოს იწურება. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment