Pages

Tuesday, June 19, 2018

წულუკიანს ამ ყველაფერს არ შევარჩენ!" - რას წერს იუსტიციის სამინისტროდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომელი

თა­მაზ ახო­ბა­ძე, რო­მე­ლიც იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­დან ანა სუ­ბე­ლი­ან­თან ერ­თად 2014 წელს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, აცხა­დებს, რომ თეა წუ­ლუ­კი­ანს მის უკა­ნო­ნოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას „არ შე­არ­ჩენს“.
ახო­ბა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ო­ბა 2010 წლის ბო­ლოს სტა­ჟი­ო­რად და­ი­წყო. 2011 წელს და­ი­ნიშ­ნა სპე­ცი­ა­ლის­ტად და ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და არას­რულ­წლო­ვან­თა გან­რი­დე­ბი­სა და მე­დი­ა­ცი­ის პროგ­რა­მას.
„2013 წელს, რად­გან იქამ­დე მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ვი­ყა­ვი, ხე­ლახ­ლა გა­ვი­ა­რე კონ­კურ­სი. მეც და ანა­მაც.
2013 წლის ნო­ემ­ბერ­ში, პროგ­რა­მის 3 წლის იუ­ბი­ლე­ზე, ევ­რო­კავ­შირ­მა და­მა­ჯილ­დო­ვა პროგ­რა­მის გა­მორ­ჩე­უ­ლად ეფექ­ტუ­რად მე­ნე­ჯმენ­ტის­თვის. იმა­ვე კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე და­ა­ჯილ­დო­ვეს ანა სუ­ბე­ლი­ა­ნიც პროგ­რა­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თვის.
ამ ყვე­ლა­ფერს თან ახ­ლდა ჩემი და ანას და­პი­რის­პი­რე­ბა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრთან, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო მისი მო­თხოვ­ნით სსიპ-ში დაგ­ვე­საქ­მე­ბი­ნა მისი არ­ჩევ­ნე­ბის­დრო­ინ­დე­ლი აქ­ტი­ვის­ტე­ბი. კულ­მი­ნა­ცია კი იყო, ჩვე­ნი ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რის ჩვე­ნი აზ­რით უსა­მარ­თლო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რაც გა­ვაპ­რო­ტეს­ტეთ “ფე­ის­ბუქ­ზე”. ამის გამო იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა ჩვენ და ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი დაგ­ვი­ბა­რა შეხ­ვედ­რა­ზე, რო­მელ­ზეც ჩვენ ვერ მი­ვე­დით, რად­გან ვიმ­ყო­ფე­ბო­დით მივ­ლი­ნე­ბა­ში. ამ შეხ­ვედ­რა­ზე თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ჩვენ გვი­წო­და „წინა მთავ­რო­ბის გად­მო­ნაშ­თე­ბი“, „ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის ძლოკ­ვე­ბი“ და გენ. ინ­სპექ­ცი­ას გა­დას­ცა ჩვე­ნი ფე­ის­ბუქპოს­ტე­ბი და მოს­თხო­ვა რე­ა­გი­რე­ბა.
თუმ­ცა, რად­გან გენ. ინ­სპექ­ცი­ას არა­ფე­რი გა­მო­უ­ვი­და, 2014 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­დე­გად (რის შემ­დე­გაც არა­თუ შემ­ცირ­და, არა­მედ გა­ი­ზარ­და სსიპ-ის თა­ნამ­შრო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა და ბი­უ­ჯე­ტი) მე და ანა სუ­ბე­ლი­ა­ნი (მხო­ლოდ ჩვენ) გაგ­ვა­თა­ვი­სუფ­ლეს, 2014 წლის იან­ვარ­ში.
2014 წლის თე­ბერ­ვალ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის დახ­მა­რე­ბით, შე­ვი­ტა­ნეთ სარ­ჩე­ლი სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში. ამის შემ­დეგ გთხოვთ მი­აქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა თა­რი­ღებს. 2016 წლის აპ­რილ­ში (2 წელ­ზე მეტი გა­ვი­და), სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ბა­თი­ლად სცნო ჩვე­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სსიპ-ს და­ა­კის­რა კომ­პენ­სა­ცია. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ორი­ვე მხა­რის მიერ იქნა გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლი სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში.
2017 წლის 9 მარტს (3 წელ­ზე მეტი) სა­ა­პე­ლა­ცი­ომ სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ჩვე­ნი სარ­ჩე­ლი, აღგ­ვად­გი­ნა თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე და სსიპ-ს და­ა­კის­რა სრუ­ლი გა­ნაც­დუ­რის ანა­ზღა­უ­რე­ბა აღ­დგე­ნამ­დე. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სსიპ-მა გა­ა­სა­ჩივ­რა უზე­ნა­ესს სა­სა­მარ­თლო­ში.
უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ არ მი­ი­ღო მათი სარ­ჩე­ლი და ძა­ლა­ში და­ტო­ვა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.
2017 წლის დე­კემ­ბერ­ში (და­ვი­დან 4 წლის თავ­ზე) აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნულ ბი­უ­როს ჩა­ბარ­და სა­აღ­სრუ­ლებ­ლო ფურ­ცე­ლი.
აღ­სრუ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში სსიპ-მა მო­ი­თხო­ვა შეხ­ვედ­რა გა­რი­გე­ბის­თვის. მათი თქმით სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენ­და აღ­დგე­ნა. ჩვენ შევ­თა­ვა­ზეთ ალ­ტერ­ნა­ტი­ვე­ბი ვერ აღ­დგე­ნის შემ­თხვე­ვა­ში: ა)სრულ გა­ნაც­დურს+კომ­პენ­სა­ცია; ან ბ) სრულ გა­ნაც­დურს+ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბო­დი­შის მოხ­და სა­მი­ნის­ტროს­გან ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის. მათი მხრი­დან ეს წი­ნა­და­დე­ბე­ბი უარ­ყო­ფილ იქ­მნა და გვი­თხრეს თუ უარს ვი­ტყო­დით აღ­დგე­ნის ნა­წილ­ზე, გა­ნაც­დურს მოგ­ვცემ­დენ 2017 წლის დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით და ჩაგ­ვი­რი­ცხავ­დნენ ნა­წილ-ნა­წილ. ამა­ზე ჩვენ უარი ვუ­თხა­რით და ვთხო­ვეთ აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნულ ბი­უ­როს იძუ­ლე­ბი­თი აღ­სრუ­ლე­ბა და­ე­წყო. [გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­რო არის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი სსიპ-ი, რომ­ლის კუ­რა­ტო­რი მო­ად­გი­ლე არის მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძე, რო­მე­ლიც ასე­ვე არის და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის, ანუ ჩვე­ნი მო­და­ვე სსიპ-ის კუ­რა­ტო­რიც]. ამის შემ­დეგ, 2018 წლის იან­ვა­რი, აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­რო სა­ერ­თოდ აღარ შეგ­ვხმი­ა­ნე­ბია.
2018 წლის 12 მარტს, შე­ვი­ტა­ნეთ გან­ცხა­დე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, რათა შე­ეს­წავ­ლათ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის არაღ­სრუ­ლე­ბის გამო საქ­მე და და­ე­წყოთ გა­მო­ძი­ე­ბა. მას შემ­დეგ მხო­ლოდ ის გა­ვი­გეთ, რომ 2018 წლის 30 მარტს საქ­მე გა­და­ეგ­ზავ­ნა თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რას. არა­ნა­ი­რი რე­აქ­ცია. (გა­ვი­და 4 წელ­ზე მეტი).
და...
2018 წლის 30 აპ­რილს ანა სუ­ბე­ლი­ა­ნი იგებს აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს­გან, რომ მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ვერ აღ­სრულ­დე­ბა, რად­გან მისი პო­ზი­ცია სსიპ-ში გა­უქ­მე­ბუ­ლია.
ხოლო, მე ვი­გებ, რომ ჩემს პო­ზი­ცი­ა­ზე 2017 წლი­დან და­საქ­მე­ბუ­ლია სხვა პირი, რო­მე­ლიც ჩი­ვის, რომ რად­გან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მას ეხე­ბა, ის უნდა ყო­ფი­ლი­ყო პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი. ითხოვს ინ­ფორ­მა­ცი­ას აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­რო­დან, რო­მე­ლიც ბარ­დე­ბა 3 დღე­ში [!!!] და სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს სთხოვს ბა­თი­ლად სცნოს ჩემი აღ­დგე­ნი­სა და გა­ნაც­დუ­რის მი­ღე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მელ­საც სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო მას უკ­მა­ყო­ფი­ლებს 20 დღე­ში [!!!].
ანუ, რაც ანამ და მე ვიწ­ვა­ლეთ 4 წელ­ზე მეტი, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა გა­ა­ნუ­ლა 1 თვე­ში,” – წერს ახო­ბა­ძე.
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment