Pages

Wednesday, June 27, 2018

იაპონიაში ცნობილი ბლოგერი მოკლეს

იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში Hagex-ის სახელით ცნობილი იაპონელი ბლოგერი კენიტირო ოკამოტო მოკლეს. ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი წერს
ოკამოტო მას შემდეგ მოკლეს, რაც კონფერენციაზე ინტერნეტ-ტროლინგის შესახებ ლექცია წაიკითხა.
შემთხვევა 24 ივნისს მოხდა. ლექციის შემდეგ 41 წლის ბლოგერი ტუალეტში შევიდა, სადაც მას დანით შეიარაღებული კაცი დაესხა თავს. 
დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან ველოსიპედით მიიმალა, თუმცა მეორე დღეს პოლიციას თავად ჩაბარდა. ის 42 წლის ფუკუოკი ჰიდემიცუ მაცუმოტო აღმოჩნდა. 
მისი თქმით, ის ბლოგერს პირადად არ იცნობდა, თუმცა მასთან ინტერნეტში კონფლიქტი ჰქონდა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment