Pages

Thursday, June 7, 2018

ვინ იყო აფხაზი "ქედუხრელი რაინდი", რომელიც აფხაზებმა მოღალატედ შერაცხეს

ვინც სა­ქარ­თვე­ლო­სა და აფხა­ზე­თის ის­ტო­რი­ას იც­ნობს, შე­უძ­ლე­ბე­ლია მათი გან­ცალ­კე­ვე­ბის თუნ­დაც წარ­მოდ­გე­ნა!" - წერ­და აფხა­ზე­თის ეროვ­ნუ­ლი მთავ­რო­ბის პირ­ვე­ლი თავ­მჯდო­მა­რე, სა­ქარ­თვე­ლოს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის წევ­რი არ­ზა­ყან (დი­მიტ­რი) ემუხ­ვა­რი, რო­მელ­საც სწამ­და, რომ აფხა­ზე­თის გა­დარ­ჩე­ნა და გან­ვი­თა­რე­ბა, მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბო­და, ამი­ტო­მაც აფხა­ზი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თმა ნა­წილ­მა მტრად შე­რა­ცხა.
გა­ვი­და დრო და ბე­დის ირო­ნი­ით, - მის შე­სა­ხებ აფხა­ზე­თის ე.წ. ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­შიც იგი­ვე პა­თო­სით და­წე­რეს, რომ "კნი­ა­ზი, მენ­შე­ვი­კი ემუხ­ვა­რი მში­შა­რა და წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი იყო..."
ქარ­თვე­ლებ­თან ყო­ველ­თვის ახ­ლოს მყო­ფი აფხა­ზი თა­ვა­დი თა­ვის სათ­ქმელს ხმა­მაღ­ლა ამ­ბობ­და, რაც მა­შინ­დელ აფხა­ზეთ­შიც კი, ბევ­რის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყო; 1918 წელს რუ­სეთ­ში და­წყე­ბუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო ომი ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­საც მის­წვდა და აფხა­ზეთ­ში ბოლ­შე­ვი­კე­ბი უკვე ძა­ლა­უფ­ლე­ბას ფლობ­დნენ, თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, არ­ზა­ყან ემუხ­ვა­რის ძა­ლის­ხმე­ვით, სულ უფრო მძლავ­რობ­და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბა – “გა­ვერ­თი­ან­დეთ არა ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ას­თან, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს­თან”.
1919 წლის 12 მარტს აფხა­ზე­თის ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭო აირ­ჩი­ეს, რომ­ლის 20 მარ­ტის დად­გე­ნი­ლე­ბით, - აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­ის სტა­ტუ­სით, სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შეს­ვლა გა­და­წყდა. მთა­ვა­რი ინი­ცი­ა­ტო­რი არ­ზა­ყან ემუხ­ვა­რი იყო და ის აფხა­ზე­თის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რედ აირ­ჩი­ეს... ასე­ვე, იყო სა­ქარ­თვე­ლოს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის წევ­რი.არ­ზა­ყან­მა მე­უღ­ლე მა­რი­ამ ჩიკ­ვა­ი­ძე ქუ­თა­ის­ში სწავ­ლის დროს გა­იც­ნო და სამი შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ, - უფ­რო­სი ვაჟი 1908 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვლა­დი­მე­რი (კუ­ჭი­კო) 1937 წლის რეპ­რე­სი­ებს შე­ე­წი­რა, შუ­ა­თა­ნა პა­ტა­რა­ო­ბა­ში­ვე გარ­და­იც­ვა­ლა, გივი ემუხ­ვა­რი (1921-2000 წწ.) კი, მუდ­მი­ვად წნე­ხის ქვეშ ცხოვ­რობ­და. ერთხანს, სამ­შობ­ლო­დან გა­დახ­ვე­წი­ლი, რუ­სეთ­ში იმა­ლე­ბო­და, სა­დაც მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს - ლუდ­მი­ლა მი­ხე­ი­ლის ასულ კო­ვა­ლენ­სკა­ი­ას შეხ­ვდა და ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი მა­რი­ნე ემუხ­ვა­რი შე­ე­ძი­ნათ. მა­რი­ნე ემუხ­ვა­რი მე­უღ­ლეს­თან, ამი­რან ხა­ჭა­პუ­რი­ძე­სა და ვა­ჟიშ­ვილ და­ვით­თან ერ­თად სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში ცხოვ­რობს და მოღ­ვა­წე­ობს.
ისევ აფხა­ზი თა­ვა­დის ტრა­გი­კულ ცხოვ­რე­ბას და­ვუბ­რუნ­დეთ - მას შემ­დეგ, რაც რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლო და­ი­პყრო, არ­ზა­ყან­მა მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი ქუ­თა­ის­ში სი­მამ­რთან გა­ხიზ­ნა. თვი­თონ კი სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მთავ­რო­ბის წევ­რებ­თან ერ­თად ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვი­და. 1921-1922 წლებ­ში სტამ­ბოლ­ში ცხოვ­რობ­და, შემ­დეგ პრა­ღა­ში გა­და­ვი­და და იმ დღი­დან და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლო­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სათ­ვის წე­რი­ლე­ბის, ღია ბა­რა­თე­ბი­სა და ვი­ზე­ბის გაგ­ზავ­ნა.
არ­ზა­ყან ემუხ­ვა­რის ერთ-ერთი შთა­მო­მა­ვა­ლი, ნატო მარ­შა­ნია, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს და რო­მელ­მაც ღირ­სე­ულ წი­ნა­პარს, მის მიერ მო­ძი­ე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით წიგ­ნი მი­უ­ძღვნა, - “არ­ზა­ყან ემუხ­ვა­რი – ქე­დუხ­რე­ლი რა­ინ­დი”, რამ­დე­ნი­მე წლის წინ აფხა­ზეთ­ში, ნა­თე­სა­ვებს ეს­ტუმ­რა, სა­დაც ხელ­ში ჩა­უ­ვარ­და “აფხა­ზუ­რი ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო”, რო­მელ­შიც ბა­ბუ­ა­მი­სი ად­გი­ლობ­რი­ვი ის­ტო­რი­კო­სე­ბის მიერ მო­ღა­ლა­ტედ არის შე­რა­ცხუ­ლი.”კარ­გა ხანს გა­ო­ცე­ბუ­ლი ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი წიგნს. ჩემ­თვის, რო­გორც აფხა­ზე­თის შვი­ლის­თვის, მი­უ­ღე­ბე­ლია, რომ ამას აფხაზ მო­ზარ­დებს ას­წავ­ლი­ან, - ეს არის გა­ყალ­ბე­ბუ­ლი ის­ტო­რია... გა­დავ­წყვი­ტე, არ­ზა­ყან ემ­ხვა­რის (გვა­რის ეს ვა­რი­ან­ტი ბოლო დროს უფრო ხში­რად გვხვდე­ბა, ავტ.) შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მო­მეგ­რო­ვე­ბი­ნა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გა­მეც­ნო.
სამი წელი დამ­ჭირ­და, ვი­მუ­შა­ვე ჩე­ხეთ­სა და რუ­სეთ­ში, ასე­ვე, პო­ლო­ნეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში. თბი­ლი­სი­სა და ქუ­თა­ი­სის ცენ­ტრა­ლურ არ­ქი­ვებ­ში, სლა­ვურ ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში... პირ­ვე­ლად ქუ­თა­ისს ვეწ­ვიე, რად­გან ბა­ბუ­ამ ქუ­თა­ი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რია და­ამ­თავ­რა. იმ ქვეყ­ნე­ბის არ­ქი­ვებ­სა და ბიბ­ლი­ო­თე­კებ­საც და­ვუ­კავ­შირ­დი, სა­დაც ემიგ­რა­ცი­ის წლე­ბი გა­ა­ტა­რა. თურ­ქეთ­ში ორი წელი იცხოვ­რა, მაგ­რამ იქ მის შე­სა­ხებ ვე­რა­ფე­რი მო­ვი­პო­ვე...
“მე არ ვიცი, რო­დის გა­ი­გებს აფხა­ზე­თი შენს და­კარ­გვას, მაგ­რამ ვიცი მხო­ლოდ, რომ ის მწა­რედ ამო­ი­ოხ­რებს... ერთხელ შენ უთხა­რი ჩემს ცოლს: სამ­შობ­ლოს გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის იმე­დი რომ არ მქონ­დეს, არ ვი­ცო­ცხლებ­დიო და აი, სწო­რედ გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი სამ­შობ­ლო მი­გიკ­რავს შენ გულშ­ი!" - წერ­და აკა­კი ჩხენ­კე­ლი ემიგ­რა­ცი­ა­ში მყოფ აფხაზ მე­გო­ბარს.
ის­ტო­რი­ას ხომ პა­რა­დოქ­სე­ბი ახა­სი­ა­თებს, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ირო­ნი­უ­ლი გა­დახ­ვე­ვე­ბიც - ჯერ ვერ და­უდ­გა აფხა­ზეთს დრო, რო­დე­საც მის ღირ­სე­ულ შვილს გულ­ში ჩა­იკ­რავ­და... ემუხ­ვა­რი, ქარ­თველ თა­ნა­მერ­ძო­ლებ­თან ერ­თად ლე­ვი­ლის სა­საფ­ლა­ო­ზე გა­ნის­ვე­ნებს.“მოს­კო­ვის არ­ქი­ვე­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი­დან გა­ვი­გე, რომ ის პრა­ღა­ში, კარ­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის თა­ვი­სუ­ფა­ლი მსმე­ნე­ლი იყო. გად­მო­ცე­მით ვიცი, რომ სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბაც ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვერ­სად მი­ვაკ­ვლიე... დღე­ვან­დელ აფხა­ზეთ­ში მას­ზე კარ­გის მთქმე­ლი ცოტა დარ­ჩა. მათი მო­საზ­რე­ბით, "სა­ქარ­თვე­ლოს­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბას მო­ა­წე­რა ხელი, რი­თაც აფხა­ზეთ­ში ქარ­თუ­ლი საქ­მე გა­ა­კე­თა". თუმ­ცა, მა­ინც არი­ან ისე­თე­ბი, ვი­საც არ­ზა­ყან ემ­ხვა­რი მტრად არ მი­აჩ­ნდა, მთხო­ვეს, წიგ­ნი რუ­სუ­ლა­დაც მე­თარ­გმნა, რომ ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი ყო­ფი­ლი­ყო.
...რო­დე­საც ბა­ბუ­ას წე­რი­ლებს, სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლებ­სა და დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას ვკი­თხუ­ლობ­დი, წა­მი­თაც არ გამ­ჩე­ნია ეჭვი, რომ გამ­ყიდ­ვე­ლი კი არა, სწო­რედ აფხა­ზეთ­ზე მზრუნ­ვე­ლი და პატ­რი­ო­ტი იყო, რო­მელ­მაც იმ რწმე­ნით იცხოვ­რა, რომ აფხა­ზე­თი მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებ­ში გა­დარ­ჩე­ბო­და", - ამ­ბობს ნატო მარ­შა­ნია.
რო­გორც ცნო­ბი­ლია, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას "მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა­ში" თა­რაშ ემ­ხვა­რი, სწო­რედ მურ­ზა­ყან ემუხ­ვა­რის პრო­ტო­ტი­პია. ამის შე­სა­ხებ მწე­რა­ლი თა­ვად წერ­და არ­ზა­ყან ემუხ­ვა­რის ვაჟს, ვლა­დი­მერ ემუხ­ვარს:
„ჩემო პა­ტა­რა ემუხ­ვა­რო! ჩემს ნა­წარ­მო­ებ­ში "მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა­ში" შენი მა­მის პრო­ტო­ტი­პია მთა­ვა­რი გმი­რი, რო­მელ­ში­დაც მე ჩემი სიყრმის მე­გო­ბა­რი კე­თი­ლი აფხა­ზი - არ­ძა­ყან იგი­ვე დი­მიტ­რი ემ­ხვა­რი გა­მოვ­ხა­ტე, რო­მელ­თა­ნაც გა­ვა­ტა­რე პა­რიზ­ში ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე ტკბი­ლი დღე­ნი. ენ­გუ­რის დიდ ზვირ­თებ­თან ბრძო­ლა­ში და­ვა­მარ­ცხე, ვი­ნა­ი­დან მისი მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არ ძალ­მი­ძდა. გიჟი ენ­გუ­რის ზვირ­თებ­თან შე­კა­ჟე­ბა ეს მისი იდე­ე­ბის შებ­რძო­ლე­ბა იყო მის იდე­ა­ლი­სა და არ­სე­ბუ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სა. მო­მი­ტე­ვეთ...."
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment