სიტუაცია, რომელიც ზოგიერთ სახელმწიფო ორგანიზაციაში ავტომობილებთან, განსაკუთრებით პერსონალურ ავტომობილებთან დაკავშირებით ხდება, კატეგორიულად მიუღებელია, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
პრემიერი ავტოპარკის თემაზე მთავრობის უახლოეს სხდომაზე ახალი ინიციატივით გამოსვლას გეგმავს.
“მთავრობის შემდეგ სხდომაზე აუცილებლად წარვადგენ ახალ ინიციატივას, რომელიც არა მხოლოდ “ჯიპებს“, არამედ ზოგადად ავტოპარკს - განსაკუთრებით ე.წ. პერსონალურ მანქანებს შეეხება. ბუნებრივია, ის სიტუაცია, რომელიც ამ მხრივ ზოგიერთ სახელმწიფო ორგანიზაციაში არის, არის სრულიად მიუღებელი - მე ვიტყოდი - კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ გვექნება ახალი ინიციატივა, რომელიც დამუშავებულია და მთავრობის შემდეგ სხდომაზე წამოვადგენ, რომელიც ზოგადად ეხება ავტოპარკს - ნებისმიერი მანქანის ჩათვლით. განსაკუთრებით პერსონალურ ავტომობილებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment