Pages

Thursday, June 21, 2018

მართვის მოწმობის კატეგორიები, რომლებსაც მოქმედების ვადა ყველაზე მალე ეწურება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწმობის ვადები განისაზღვრება კატეგორიების და ქვეკატეგორიების მიხედვით.
თუ პირი არის C, CE, D, DE, C1, C1E, D1, D1E და ტრამვაის -კატეგორიისა და ქვეკატეგორიების მფლობელი მართვის მოწმობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 5 წლით.
საერთაშორისო - განურჩევლად კატეგორიის და ქვეკატეგორიების მართვის მოწმობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 3 წლით.
A, B, BE, T, S, A1 , B1 - კატეგორიისა და ქვეკატეგორიების მართვის მოწმობის მფლობელი, მისი მართვის მოწმობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 15 წლით.
მოქმედების ვადის ამოწურვის შემდგომ, მართვის მოწმობის შეცვლა მოხდება მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა IV-100/ა) წარდგენის საფუძველზე.
სააგენტოს ვებგვერდზე ასევე გამოქვეყნებულია იმ მართვის მოწმობების ჩამონათვალი, რომლებიც ექვემდებარებიან გამოცვლას.
2006 წლის 1 აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2018 წლის 1 იანვრამდე. მათი შეცვლა შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში. შესაცვლელად, საჭიროა პირმა წარმოადგინოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მოქმედი მართვის მოწმობა. 
2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე საქართველოში გაცემულ „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს მოქმედების იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2018 წლის 1 სექტემბრამდე.
2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე საქართველოში გაცემულ „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს მოქმედების იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2028 წლის 1 სექტემბრამდე.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment