Pages

Saturday, June 9, 2018

თბილისის მერმა გომბორის გზაზე ავარიისას დაღუპულთა ახლობლებს მიუსამძიმრა

გომბორის გზაზე მომხდარ ავარიას თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა. "საშინელი ტრაგედია დატრიალდა გომბორის გზაზე.  სასწავლო წლის მისწურულს დასასვენებლად და გასართობად მიმავალი მოსწავლეებით სავსე ე.წ. "მარშუტკა" გადავარდა გზიდან...
უსაფრთხოების წესების დაცვა ბავშვების გადაყვანისას არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ამის უგულებელყოფა არ შეიძლება. როგორც ქალაქის ტერიტორიაზე დადიან სასწავლო წლის მანძილზე სხვადასხვა სკოლების ავტობუსები, შესაბამისი აღნიშვნებით და სიჩქარით, ასევე ყურადღება და წესების დაცვაა საჭირო მძღოლების მხრიდან ქალაქებს მიღმა გზებზე და ტრასებზე.
ვუსამძიმრებ ამ საშინელი ტრაგედიისას დაღუპულების ახლობლებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - განაცხადა თბილისის მერმა საკუთარ Facebook-ზე.
გომბორის გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული 21 მგზავრი, მათ შორის 12 ბავშვი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე მიჰყავდა, გზიდან ხევში გადავარდა. დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო. შსს-ს განცხადებით, ავარიის მონაწილე მძღოლი ამჟამად დაკავებულია.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment