Pages

Thursday, June 21, 2018

ეს ცეკვა ჩემს გარდაცვლილ მეუღლეს მივუძღვენი" - რას ამბობს ქალი, რომელმაც შვილების ქორწილში რძლებთან ერთად "სამაია" იცეკვა

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც დდამ­თი­ლი - მარი ფუტ­კა­რა­ძე ორ რძალ­თან ერ­თად ქორ­წილ­ში სა­ოც­რად ცეკ­ვავს "სა­მა­ი­ას". ვი­დე­ოს იმ­დე­ნად რე­კორ­დუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, ქალ­ბა­ტო­ნი მარი ხუმ­რო­ბით ამ­ბობს, მგო­ნი მთელ­მა მსოფ­ლი­ომ გა­ი­გოო...
- ენით ვერ აღვწერ, რამ­დე­ნი ხალ­ხი მი­რე­კავს აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი, ეს რა ვნა­ხეთ, რა გა­ა­კე­თეო... ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი ასეთ რე­აქ­ცი­ას, ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი! მე­უღ­ლე გარ­დაც­ვლი­ლი მყავს და სიმ­ღე­რა და ცეკ­ვა მას მი­ვუ­ძღვე­ნი. სიმ­ღე­რა­შიც ჩანს - "ვა­ჟის მამა შინ არ არის, მზევ შინ შე­მო­დიო"... ყვე­ლა მიხ­ვდა ამ სი­ტყვე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას და მთე­ლი ქორ­წი­ლის სტუმ­რე­ბი ტი­როდ­ნენ. ჩე­მი­ი­დეა იყო ასე­თი, მსურ­და რძლებ­თან ერ­თად მე­ცეკ­ვა. ორი შვი­ლი ერ­თად გა­მი­ბედ­ნი­ერ­და და რა უნდა ყო­ფი­ლი­ყო ამა­ზე დიდი სი­ხა­რუ­ლი?! ორი დე­დო­ფა­ლი მყავ­და ერ­თად ქორ­წილ­ში, მათ­თან ერ­თად სა­მა­ია ვი­ცეკ­ვე და რო­გორც ზეოთ მო­გახ­სე­ნეთ, ყვე­ლა­ფე­რი ჩემს გარ­დაც­ვლილ მე­უღ­ლეს მი­ვუ­ძღვე­ნი.
- სად გა­და­ი­ხა­დეთ ქორ­წი­ლი?
- ბა­თუმ­ში... ძა­ლი­ან დიდი ქორ­წი­ლი გვქონ­და. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი რძლე­ბი შემ­ხვდა, ვგიჟ­დე­ბი ჩემს ლა­მაზ გო­გო­ებ­ზე. ჩემი შვი­ლე­ბი ხომ ღმერ­თად მყავს... ასა­კით დიდი გან­სხვა­ვე­ბა არაა ჩვენს შო­რის, მე 41 წლის ვარ და ვა­ჟე­ბი - 26 და 23 წლის... ახლა გავმრავ­ლდით, 4 შვი­ლი მყავს უკვე. მე­უღ­ლე 5 წლის წინ გარ­და­მეც­ვა­ლა, ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა - 40 წლის იყო და­მო­უ­შუ­შე­ბელ ტკი­ვი­ლად დარ­ჩა...
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment