ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა. რუსეთის პრეზიდენტი პეკინში ჩინელ კოლეგას ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე მესამედ შეხვდა. ამის შესახებ CNN-ი წერს.
ვლადიმერ პუტინის და სი ძინ პინის აუდიენციისას საერთაშორისო საავტომობილო კავშირისა და ინვესტიციების გაფართოების შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი. ორი ქვეყნის პრეზიდენტების საუბრის თემა იყო ირანის ბირთვული პროგრამაც.
აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში ეს რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების რიგით 26-ე შეხვედრაა. შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინი ბოლოს ჩინეთს 2017 წლის სექტემბერში, BRICS ეკონომიკრი სამიტის ფარგლებში ეწვია.
imedinews.ge


No comments:
Post a Comment