ავსტრალიაში, მდინარე ადალაიდის სანაპიროზე ნიანგმა პატარა ძაღლი შეჭამა. ამის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა.
როგორც Foxnews-ი წერს, ნიანგი აქამდე შენიშნეს ადამიანებზე თავდასხმის მცდელობაში, რის შემდეგაც მკაცრად აკონტროლებდნენ საზღვარს, რათა მდინარესთან მისული ადამიანები სანაპირომდე არ მისულიყვნენ. მიუხედავად ამისა, კაცს, რომელიც დაცულ ტერიტორიაზე იყო, ძაღლი დაექცა მდინარისკენ და ნიანგთან „თამაში“ მოინდომა. მტაცებელმა კი, კბილები ჩაავლო და წყალში შეათრია.
ძაღლის პატრონი ამბობს, რომ ამაში დამნაშავე არავინაა და ნიანგმა გააკეთა ის, რასაც, როგორც წესი, - ნიანგები აკეთებენ ხოლმე.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment