საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების" შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო სანომრე ნიშნებზე დადგენილია სხვადასხვა საფასურები.
მომსახურების სააგენტოს ვებგვერდი აქვეყნებს სანომრე ნიშნების სხვადასხვა სახის კომბინაციასა და შესაბამის ფასებს.
ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო ერთი და იგივეა, შემადგენელი ციფრების კომბინაციის საფასური 600-1000 ლარამდე მერყეობს.
კერძოდ, 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (AA-111-AA), – 1000 ლარი;
001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (BB-002-BB), – 800 ლარი;
100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (CC-300-CC), – 600 ლარი;
400-800 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის შეძენა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ სამია ერთი და იგივე, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაცია.
კერძოდ, 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (AB-444-AA), – 800 ლარი;
001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (AB-005-AA), – 600 ლარი;
100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (AA-600-BA), – 400 ლარი;
ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის ერთი წყვილის შეძენა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოს კომბინაცია შედგება სერიაში ერთი და იმავე წყვილის მქონე ორი განსხვავებული ლათინური ასოსგან, ასეთი სანომრე ნიშნების შეძენა 400-800 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი.
111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (AB-777-AB), – 800 ლარი;
001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (AA-008-BB), – 600 ლარი;
100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (BA-900-AB), – 400 ლარი;
ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ ორია ერთი და იგივე (გარდა„3“ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა
111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (AA-111-BC), – 700 ლარი;
001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (AC-002-BC), – 500 ლარი;
100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (AC-300-BB), – 300 ლარი;
ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო განსხვავებულია, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა:
111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (AB-444-CD), – 250 ლარი;
001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (AB-005-CD), – 200 ლარი;
100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (AB-600-CD), – 150 ლარი;
ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომელიც შედგება დაინტერესებული პირის სურვილით შერჩეული ციფრის (ციფრების) ან ლათინური ასოსა (ასოებისა) და ციფრის (ციფრების) კომბინაციისაგან(DATO1), – 10 000 ლარი;
ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა (გარდა „1“– „6“ პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), რომლის სერია და ნომერი შედგება დაინტერესებული პირის სურვილით შერჩეული ლათინური ასოებისა და ციფრების კომბინაციისაგან, თუ:
სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო ერთი და იგივეა, ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისაგან (AA-707-AA), – 450 ლარი;
სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ სამია ერთი და იგივე, ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისაგან (AA-050-AC), – 350 ლარი;
სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოს კომბინაცია შედგება სერიაში ერთი და იმავე წყვილის მქონე ორი განსხვავებული ლათინური ასოსაგან, ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისაგან (AB-080-BA), – 350 ლარი,- განმარტებულია მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე.
imedinews.ge


No comments:
Post a Comment