Pages

Tuesday, June 19, 2018

შსს პოლიციელებისთვის ბინების გადაცემას გეგმავს

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ბინათმშენებლობის ახალი პროგრამის შესახებ განაცხადა.
გახარიას თქმით, ბინათმშენებლობის ახალი პროგრამა მოიცავს თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, ზუგდიდს და რუსთავს.
„ეს იქნება ის კომპონენტი, რომელიც სოციალურ გარანტიებს გაზრდის თითოეული პოლიციელისთვის. მსგავსი სოციალური პროგრამები იქნება კიდევ უფრო მეტი გარანტი იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდები მოვიძიოთ შინაგან საქმეთა სამინისტროში“, - განაცხადა გახარიამ.
სიტყვით გამოსვლისას გიორგი გახარიამ პოლიციელებისთვის ხელფასების გაზრდის შესახებაც განაცხადა.
ამ წუთებში პარლამენტში ახალი სამთავრობო პროგრამით მთავრობის წევრობის კანდიდატებს გაერთიანებულ საკომიტეტო სხდომებზე უსმენენ.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment