Pages

Saturday, June 16, 2018

დონალდ ტრამპმა ანგელა მერკელთან გადაღებულ „ცუდ ფოტოზე“ კომენტარი გააკეთა

დონალდ ტრამპი „დიდი შვიდიანის“ სამიტზე ანგელა მერკელთან გადაღებულ ფოტოს მიკრობლოგ Twitter-ზე გამოეხმაურა
„არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, მაგრამ ყალბი ახალი ამბების სააგენტოები „დიდი შვიდიანის“  სამიტის მხოლოდ ისეთ ცუდ ფოტოებს აქვეყნებენ, სადაც ჩანს, რომ ისეთ რაღაცეებს ვითხოვ, რასაც არცერთი აშშ-ის პრეზიდენტი არ მოითხოვდა“, - წერს დონალდ ტრამპი Twitter-ზე. 
საპასუხოდ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ლიდერებს შორის კომუნიკაცია მეტად გახსნილიამანამდე ამერიკული გამოცემა WSJ წერდა, რომ ტრამპი კვებეკში გამართულ სამიტზე ლიდერების თითიქმის ნახევართან უხეში იყო. ყოველივე ეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმაც დაადასტურა
„დიდი შვიდიანის“ სამიტი კანადაში, ლა მალბიში 8-9 ივნისს გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ G7-ის სამიტის ამ ფოტომ სოცქსელებში პოპულარობა მოიპოვა
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment