ინორეჟისორს, სცენარისტსა და პროდიუსერს, ხელის ჩრდილების თეატრისა და საგანმანათლებლო ფილმების სტუდია „კვალი XXI-ს“ დამფუძნებელს გელა კანდელაკს ლიეტუვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ლიეტუვის წინაშე დამსახურებისთვის დააჯილდოებს. ინფორმაციას ჩრდილების თეატრი "ბუდრუგანა გაგრა" Facebook-ზე ავრცელებს.
გელა კანდელაკს წლების წინ ლიეტუვაში წასვლას, იქ პედაგოგიურ მოღვაწეობასა და ჩრდილების თეატრის შემქნას სთავაზობდნენ. რეჟისორმა საქართველოში დარჩენა და ქართულ დასთან მუშაობა გააგრძელა.
ამის შემდეგ ლიტუველი მოსწავლეები საქართველოში ჩამოვიდნენ. ისინი გელა კანდელაკთან 2 წელი ეუფლებოდნენ ჩრდილების ხელოვნებასა და მსახიობის ოსტატობას.
2017 წლის 27 მაისს შეიქმნა „ბუდრუგანა-ლიეტუვა“. მათ პირველი სპექტაკლი თბილისში წარადგინეს. ლიეტუვაში დაბრუნების შემდეგ კი თავიანთ ქვეყანაში განაგრძეს სპექტაკლების ჩვენება.
გელა კანდელაკის დაჯილდოების ცერემონიალი ვილნიუსში პრეზიდენტის სასახლეში 6 ივლისს გაიმართება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment