Pages

Wednesday, June 27, 2018

პრემიერმინისტრი არჩილ ტატუნაშვილის მშობლებს შეხვდა


საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში იყო, სადაც შეხვდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2018 წლის თებერვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მშობლებს.
პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძემ ტატუნაშვილების ოჯახს თანადგომა აღუთქვა და განაცხადა, რომ სახელმწიფო გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს დამნაშავეთა დასასჯელად.
27 ივნისს, პრემიერმინისტრი ზუგდიდში შეხვდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩაში 2016 წლის მაისში მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებსაც და მთავრობის სახელით სრული თანადგომა გამოუცხადა.
2017 წლის 5 მარტს პარტია „ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო უმრავლესობას არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის საერთო დოკუმენტის შექმნა შესთავაზა. 21 მარტს, საქართველოს პარლამენტმა რეზოლუციის პროექტი 106 ხმით დაამტკიცა.

რეზოლუციის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სანქციების ნაწილი, ანუ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შექმნა იყო. რეზოლუციის თანახმად, სიაში უნდა შეეყვანათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებასა და დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული და მსჯავრდებული პირები.
26 ივნისს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამ სიაში 33 ადამიანის შეყვანის 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment