ევროპარლამენტის დეპუტატები აპირებენ რეზოლუციაში, რომელიც შეეხება რუსეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას, შეიტანონ პუნქტი მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დიპლომატიური ბოიკოტირების შესახებ.
ამის შესახებ რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ბრიუსელში, რიკარდ იოზვიაკი თავის წყაროზე დაყრდნობით twitter-ზე წერს. მისი თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომელიც 14 ივნისს უნდა მიიღონ, სავარაუდოდ, იქნება მოწოდება ბოიკოტისკენ.ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთის 11 ქალაქში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაიმართება.
imedinews.ge


No comments:
Post a Comment