FIFA-ს დისციპლინირებულმა კომიტეტმა, მექსიკისა და სერბეთის საფეხბურთო ფედერაცია, რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების დროს გულშემატკივრების ქცევები გამო, 10 ათასი შვეიცარიული ფრანკით (10 ათასი დოლარი) დააჯარიმა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
მექსიკის ფანები, მატჩის დროს "შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული" შეძახილების გამო დააჯარიმეს. გამოცემა აღნიშნავს, რომ გულშემატკივრები ესპანურ ენაზე ამბობდნენ სიტყვას, რომელიც ნიშნავს მეძავ კაცს.
სერბეთის ფედერაცია კი დააჯარიმეს იმიტომ, რომ გულშემატკივრები შეურაცხმყოფელი დროშებით და წარწერებით იყვნენ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment