Pages

Friday, June 22, 2018

ანკარაში ISIS-თან კავშირის ბრალდებით 14 ეჭვმიტანილი დააკავეს

თურქეთის დედაქალაქში ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით 14 ეჭვმიტანილი დააკავეს. ამის შესახებ Alarabiya წერს
პოლიციური შემოწმება ანკარაში ჩატარდა. დაკავებულია 14 ეჭვმიტანილი. გამოცემის ინფორმაციით, ყველა მათგანი უცხოელია. სპეცოპერაციის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
თურქეთში ბოლოს ISIS-მა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტერაქტი სტამბოლში 2017 წელს, ახალი წლის ღამეს განახორციელა. აფეთქებას მაშინ 39 ადამიანი ემსხვერპლა. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment