Pages

Sunday, July 1, 2018

წლის 10 ძვირადღირებულ სპორტულ ფეხსაცმელს შორის დემნა გვასალიას Balenciaga-ს ფეხსაცმელიც მოხვდა

სპორტული ფეხსაცმლის ბაზარი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია, სადაც წლიური ბრუნვა მილიარდობით დოლარს აღწევს. ინტერნეტგამოცემა Complex-მა შეისწავლა ეს ბაზარი და 2018 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემები გამოაქვეყნა. მონაცემებში წარმოდგენილია მსოფლიოში 10 ყველაზე გაყიდვადი სპორტული ფეხსაცმელი და მათი ბრენდები. 
სიაში ბრენდი Balenciaga-ც არის, რომლის კრეატიული ხელმძღვნელიც დემნა გვასალიაა.
წარმოგიდგენთ სიის ათეულს:
10. Adidas Futurecraft 4D - საცალო ფასი $300-მდეა, რესელერის ფასი კი $1, 226-მდე;
9. Air Jordan III "Seoul" - საცალო ფასი $200-ია, რესელერის ფასი კი $1, 309;
8. Balenciaga Triple S "White" - საცალო ფასი $795-ია, რესელერის ფასი კი $1, 358;

7. Versace Chain Reaction "Red" - საცალო ფასი $995-ია, რესელერის ფასი კი $1, 375;

6. Mr Porter x Balenciaga Triple S - საცალო ფასი $895-ია; რესელერის ფასი კი $1, 405;

5. Nike Kyrie 3 "Ray Gun" - საცალო ფასი $120-ია; რესელერის ფასი კი $1, 469;

4. Versace Chain Reaction "Spotted" - საცალო ფასი $1,350; რესელერის ფასი კი $1, 517

3. Off-White x Air Jordan 1 - საცალო ფასი $190-ია; რესელერის ფასი კი $1, 752;

2. Y-3 Runner 4D - საცალო ფასი $535-ია; რესელერის ფასი კი $1,870;

1. N*E*R*D x Adidas Pharrell Hu NMD Trail "Homecoming" - საცალო ფასი $240-ია; რესელერის ფასი კი $2, 100
ივნისის დასაწყისში ქართველმა დიზაინერმა, დემნა გვასალიამ კიდევ ერთხელ აალაპარაკა მოდის სამყარო, როდესაც დემნა გვასალიას ბრენდმა Vetements-მა რუსული პასპორტის გამოსახულებიანი წითელი ჩექმის შემდეგ იგივე დიზაინის ჩაკეცილი კედებიც გამოუშვა.
Balenciaga-ს რეზინის კროქსების შემდეგ, 9 მარტს ცნობილი გახდა, რომ ბაზარზე გამოვა ჩაკეცილი ფეხსაცმელი- მოდის ახალი ტენდენცია დემნა გვასალიასგან.
ჩაკეცილი ფეხსაცმლის ღირებულება, საშუალოდ, 855 ბრიტანული ფუნტიდან (2900 ლარი) იწყება. გვასალიას კოლექციაში ასევე არის წინდები 120 დოლარად.
ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ასევე Balenciaga-ს რეზინის ჩუსტები, რომელიც 595 დოლარი ღირს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment