კანადის პროვინცია ონტარიოში ადგილობრივმა ლატარიაში $45.5 მილიონი (60 მილიონი კანადური დოლარი) მოიგო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
დანარჩენი 21 მილიონი კანადური დოლარი 6-ბილეთზე გადანაწილდა. მომდევნო ეტაპზე Lotto Max-ი 25 მილიონი კანადური დოლარის გათამაშებას გეგმავს.
Lotto Max-ი კანადაში ერთ-ერთი ნაციონალური ლატარიაა, რომელიც ქვეყანაში 2009 წლიდან ოპერირებს.
კანადის ისტორიაში ყველაზე დიდი ჯეკპოტი 2015 წელს გათამაშდა. მაშინ საპრიზო ფონდმა 64 მილიონი კანადური დოლარი (49,5 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment