პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა და ეტაპობრივად ხორციელდება. საქართველოში რეგისტრირებული მთლიანი ავტოპარკი 2019 წლის ბოლომდე გაივლის ინსპექტირებას.
ვის არ ეხება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება:
- ტრანზიტული ნომრების მქონე და განუბაჟებელ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს;
- O1, O2 (მისაბმელი 750 კგ-დან 3500 კგ-მდე) და L (მოტოციკლი) კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს;
- ისტორიული ინტერესის სატრანსპორტო საშუალებებს (ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც დამზადებულია 1960 წლამდე; აღნიშნული ტიპისა და მოდელის სატრანსპორტო
- იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც ამოღებულია ექსპლუატაციიდან;
- სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა დამამზადებლის მიერ დადგენილი მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე არ აღემატება 25 კმ/სთ-ს.
- მსუბუქი და მისაბმელი სატრანსპორტო საშუალებებისათვის - 60 ლარი
- სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის - 100 ლარი
ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობა:
ავტომფლობელებისთვის ამოქმედდება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული წესი:
ა) სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ, მძროლის გარდა) კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებები ტექნიკურ ინსპექტირებას გაივლიან გამოშვების თარიღიდან ერთი წლის შემდეგ და შემდეგ ყოველ წელიწადს, ხოლო გამოშვების თარიღიდან ოთხი წლის შემდეგ - წელიწადში ორჯერ;
ბ) სატვირთო (3.5 ტ. და ზემოთ) - ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს;
გ) მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი (3,5ტ. 10ტ.-მდე და მეტი) - ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს;
დ) სასწრაფო დახმარება და ტაქსი - ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს;
ე) მსუბუქი სამგზავრო - ოთხი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, გამოშვების თარიღიდან 8 წლის შემდეგ კი ყოველ წელიწადს;
ვ) მსუბუქი სატვირთო - ოთხი წლის მერე გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს.
- სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია;
- სამუხრუჭო აღჭურვილობა;
- საჭით მართვის სისტემა;
- ხილვადობა;
- ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა;
- ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება;
- შასი და მისი შემადგენლები;
- სხვა მოწყობილობები;
- უარყოფითი ზემოქმედება.
ინსპექტირების ცენტრმა უნდა აწარმოოს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის შეფასება „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №80 დადგენილების თანახმად.
მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ჩვეულებრივ გაივლიან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას, მაგრამ ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებმაც პირველადი რეგისტრაცია გაიარეს 2018 წლის პირველი იანვრიდან, აღნიშნული თარიღის შემდეგ ვერ გაივლიან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას საჭის მართვის სისტემაში დამატებითი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში.
გაიარეთ ტექნიკური ინსპექტირება ონლაინ:
ვებ-გვერდ www.pti.ge-ს საშუალებით მომხმარებელს საშუალება ექნება ნებისმიერ ხელმისაწვდომ ინსპექტირების ცენტრში ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად დაგეგმოს ვიზიტი მისთვის სასურველი თარიღის და დროის გათვალისწინებით. აღნიშნული ვებ-გვერდი 2018 წლის იანვრიდან ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისთვის.
აგრეთვე, 2018 წლის 3 იანვრიდან ამოქმედდა ცხელი ხაზი - 1484, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ეტაპობრივად ამოქმედების პროცესისა და პირობებით დაინტერესებულ ადამიანებს ემსახურება და აწვდის შესაბამის ინფორმაციას.
დღეისათვის საქართველოში ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროდ კვლავ ავტოტრანსპორტი რჩება. ავტოტრანსპორტიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთაგან ერთ-ერთი უმთავრესია ავტოპარკის ტექნიკური მდგომარეობა. თბილისში ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 1/3 და თავმოყრილია მთლიანი სატრანსპორტო საშუალებების დაახლოებით 40%. დედაქალაქში ავტოტრანსპორტის წილი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაში 90%-ს აღემატება.
bpn.ge
No comments:
Post a Comment