Pages

Friday, July 20, 2018

ცნობილია, რა ინახებოდა ეგვიპტეში აღმოჩენილ უძველეს შავ სარკოფაგში

რამდენიმე დღის წინ ეგვიპტის სანაპიროსთან ქალაქ ალექსანდრიაში გრანიტის შავი სარკოფაგი იპოვეს. ვიდრე მას გახსნიდნენ, არსებობდა სხვადასხვა ვერსიები, ვისი განსასვენებელი შეიძლებოდა ყოფილიყო ის. ზოგს მიაჩნდა, რომ მასში რომელიმე მეთაურის ნეშტი ან განძი დახვდებოდათ. ცოტა ხნის წინ სარკოფაგი გახსნეს, თუმცა აღმოჩენამ მოლოდინი არ გაამართლა. მასში სამი ადამიანის ძვლები და ბინძური წყალი დახვდათ. ამის შესახებ Independent-ი წერს. 
ირკვევა, რომ ისინი მეომრები იყვნენ. ერთ-ერთი მშვილდით მიყენებული ჭრილობითაა დაღუპული. 
სარკოფაგი სიმაღლეში 186 სანტიმეტრს აღწევს, ხოლო სიგანეში - 165 სანტიმეტრს. ის დაახლოებით ორი ათასი წლის წინ პტოლემეები დინასტიის დროს დამარხეს და მას შემდეგ არ გაუხსნიათ. 
ამავე სამარხში იპოვეს დიდი, ალებასტრისგან დამზადებული თავის ქანდაკება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment