განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით ადრეული და სკოლამდელი აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული დამტკიცდა. როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, ითვალისწინებს აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებას.
ტრენინგ-მოდული შედგება 33 სესიისგან, თითოეული სესიის ხანგრძლივობა არის 2 საათი. ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, ტრენინგ-მოდულის შეფასება 100-ქულიანი სისტემით ხორციელდება. მის წარმატებით გასავლელად მონაწილემ 100 ქულიდან 60 ქულა უნდა დააგროვოს, გარდა ამისა, უნდა დაესწროს ტრენინგ-მოდულის 80%-ს. ამის შემდეგ კი პირს ტრენინგ-მოდულის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცემა.
მიმდინარე წლის განმავლობაში, აღნიშნული ტრენინგ-მოდულის გავლა, საქართველოს მასშტაბით, 600-მდე აღმზრდელს მოუწევს.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment