Pages

Friday, July 13, 2018

ძალოვანი მინისტრობის კანდიდატებს პარლამენტის ოთხმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა და საპროცედურო და წესების კომიტეტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარი დაუჭირა.
4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე იუსტიციის, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატებს და სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატს ქეთევან ციხელაშვილს უსმენდნენ.
თეა წულუკიანმა, გიორგი გახარიამ, ლევან იზორიამ და ქეთევან ციხელაშვილმა მათ უწყებებში გატარებული რეფორმების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. მათ ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე.
"გაერთიანებულმა კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს განახლებული მთავრობის შემადგენლობას და კომიტეტების სხდომას ვასრულებთ",- განაცხადა ეკა ბესელიამ.
საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ 12 ივლისს მცირე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.
მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი სახეა: განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია.
პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები მესამე მოსმენით 5 ივლისს დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, 14 სამინისტრო 11-მდე შემცირდა.
მამუკა ბახტაძე 14 ივნისს ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელა. გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერმინისტრის თანამდებობა 12 ივნისს დატოვა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment