გერმანიის ქალაქ ესენში პოლიციამ რუსი გულშემატკივრები დააკავა, რომლებიც ქუჩებში მერსედესის მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, რუსეთის დროშებს აფრიალებდნენ და ხელში კალაშნიკოვის ავტომატური იარაღი ეჭირათ.
ინციდენტი 1 ივლისს მოხდა, მას შემდეგ, რაც რუსეთის ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა. მანქანაში სულ რუსეთის ნაკრების 5 გულშემატკივარი, მათ შორის, 11 წლის ბავშვი იმყოფებოდა. იარაღი მწყობრიდან გამოსული აღმოჩნდა, თუმცა პოლიციამ მისი მეპატრონე 39 წლის კაცი მაინც დააკავა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment