Pages

Wednesday, July 4, 2018

თუ ნამდვილად გიყვართ შვილი, გაზარდეთ გრძნობით, რას შეძლებს, თქვენ რომ აღარ იქნებით

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, ადამიანის მარტოობასა და შვილის გაზრდის დროს გასათვალისწინებელ დეტალებზე სოციალურ ქსელში წერს.ის მოუწოდებს დედებს, მარტოობის ამოსავსებად, შვილები არ “გადასანსლონ”.

...“არიან ჩემს გვერდით ადამიანები, პერიოდულად თანამდგომები, თანამგრძნობები, მაგრამ საბოლოდ მაინც მარტოსული ვარ,” ამბობს ბევრი და გაურკვეველი საყვედურის ცრემლი ადგება. არის 
ამქვეყნად ვინმე, ვისი მარტოობაც სრულად ამოგივსიათ თავად? არ არის და ვერც იქნება. და თუ ეს ილუზია შეგექმნათ, მაგალითად შვილთან ურთიერთობისას მაინც, ვისზეც კარგა ხანს მეტი ძალაუფლება გაგაჩნიათ, ვიდრე ვინმე სხვაზე, – თქვენ მას მარტოობას კი არ უქრობთ, არამედ სანსლავთ, მასში ჩასახლებას ლამობთ საკუთარი მარტოობის გაქრობის მიზნით. ამით შვილის მარტოობა კი არ ქრება, – საკუთარ თავს ვეღარ ავითარებს და ათქვეფილია თქვენი იდენტობის ქაფში. უეცრად რომ გამოეცალოთ, მისგან აღარაფერი რჩება, გარდა უმწეო, დამოკიდებული ადამიანისა.

თუ ნამდვილად გიყვართ შვილი, გაზარდეთ გრძნობით, რას შეძლებს, თქვენ რომ აღარ იქნებით და არა გრძნობით, – როგორ გამოგადგებათ, თქვენ რომ მოხუცდებით, რაც ნიშნავს, გაზარდო შვილი საკუთარი მარტოობის ბუნებრივ მდგომარეობად აღქმის და მარტოობის, როგორც პიროვნული მთლიანობის და ღირსების რწმენით. საკმარისზე მეტია ის თანადგომა, რასაც გვთავაზობს სამყარო, როცა მართლა გვიჭირს, სინამდვილეში მხოლოდ მადლიერი შეგვიძლია ვიყოთ ერთმანეთის,” – წერს ფანჯიკიძე.
Dainteresdi.ge

No comments:

Post a Comment